„როდესაც გავიზრდები, აუცილებლად დავეხმარები ბავშვებს!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„როდესაც გავიზრდები, აუცილებლად დავეხმარები ბავშვებს!“

page info icon
2019 აგვისტო 20
ის ისეთი პოზიტიური ფონდში მას „ჩახუტება გოგონას“ ვეძახით.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
57 ₾
( 7 დონორი )
დასრულებულია

25 აგვისტოს, ელენე გაბაიძეს 14 წელი შეუსრულდება! ის უკვე დიდი, მხიარული და კეთილი გოგონაა, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს! ის ისეთი პოზიტიური ფონდში მას „ჩახუტება გოგონას“ ვეძახით.
მეგობრებო, პერიოდულად ჩვენ შესაძლებლობას გაძლევთ ჩვენი, სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს  დაბადების დღეები პირადად მიულოცოთ. ეს უკვე ტრადიციად იქცა, რომელიც გულგრილად არ ტოვებს ბევრ ჩვენ მოქალაქეს. და ჩვენ ეს გულწრფელად გვიხარია! 
ღვთის წყალობით ჩვენ შევძელით უფსკრულის პირას მყოფი ბავშვების გადარჩენა და ჩვენი ზრუნვის ქვეშ აყვანა. ისინი მათთვის უცნობ გარემოში მოხვდნენ - სითბოს, სიმყუდროვის, სიყვარულისა და მზრუნველობის სამყაროში! 
ელენე არაჩვეულებრივი გოგონაა, მიზანდასახული, არაჩვეულებრივი და ბეჯითი მოსწავლე, სისტემატიურად მონაწილეობს ოლიმპიადებში და ყოველთვის დიპლომებითა და პრიზებით ბრუნდება.
ჩვენ არაერთხელ გვიამბნია, თქვენთვის მისი წარმატების შესახებ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი ცხოვრება ბავშვური სიხარულით იყოს გაჯერებული! ჩვენ ელენეს, თავისი ოცნებების სკივრის გახსნა და მათი განდობა ვთხოვეთ. 
-რომელი ოცნებაა ისეთი, რომელიც ყველაზე მეტად გაგახარებდა?
ელენე: რამდენიმე ხნის წინ სკოლაში მათემატიკის კონკურსში გავიმარჯვე. ამას ჩემგან არავინ ელოდა. ბანაკში წამიყვანეს, არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი იყო!  ხოდა, ვოცნებობ ხშირად გავიმარჯვო და საუკეთესო ვიყო ყველაფერში! მათემატიკის გარდა, კითხვაზე ვგიჟდები... მთელი დღეები შემიძლია ვიკითხო! ვოცნებობ, რომ დიდი ბიბლიოთეკა მქონდეს!
-როგორ სწავლობ სკოლაში და რომელი საგნები გიყვარს?
ელენე: ყველა საგანი მიყვარს და მაღალ ნიშნებს ვღებულობ! ქართული ლიტერატურა მაინც განსაკუთრებულია ჩემთვის.
-ვინ გინდა რომ გამოხვიდე, გადაწყვიტე უკვე?
ელენე: კი, რა თქმა უნდა! მასწავლებლობა მინდა, მინდა ბავშვებზე ვიზრუნო! მინდა ისეთი ვიყო, როგორებიც ჩვენი აღმზრდელები არიან. ძალიან მიყვარს ბავშვები, და როდესაც გავთხოვდები და ჩემი ოჯახი მექნება, ბევრი ბავშვები მეყოლება!
მეგობრებო ჩვენი ბავშვები მიჩვეულები არიან, რომ მათ დაბადების დღეებს ზარ-ზეიმით აღვნიშნავთ, რის შესახებაც ჩვენი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გაგებინებთ. გასაკვირი არაა, რომ ელენეც თავის დაბადების დღეს მოუთმენლად ელის. ის დარწმუნებულია, რომ ეს დღე ჯადოსნური იქნება, ბევრი საჩუქრით, სიურპრიზით, სიმღერებითა და ცეკვებით გაჯერებული!
ჩვენ, როგორც ყოველთვის, ჩვენს აღსაზრდელს დღესასწაულს მოვუწყობთ! როგორც ყოველთვის გაიშლება სადღესასწაულო სუფრა და აინთება სანთლები, ვაჩუქებთ მას ნანატრ წიგნებს ბიბლიოთეკისთვის! თუ სურვილი გაგიჩნდებათ პირადად მიულოცოთ მას დაბადების დღე, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის! თქვენ შეგიძლიათ ასევე მისწეროთ წერილი და აჩუქოთ, მას რასაც საჭიროდ ჩათვლით. გახსოვდეთ, სხვისთვის საჩუქრის ჩუქებით თქვენ უფრო მეტად კეთილშობილი ხდებით!
შემოწირულობა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი ელენესთვის) ან გადმორიცხოთ პირდაპირ საიტიდან. 
ჩვენ აუცილებლად  მოგიყვებით ელენეს შთაბეჭდილებების შესახებ! 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინ გააზიარებს ამ პუბლიკაციას! თქვენი დახმარებით ამ ამბის შესახებ სხვებიც გაიგებენ!