ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გულის სიღრმეში რომანტიკოსი ვარ!

გულის სიღრმეში რომანტიკოსი ვარ!

შეგროვებულია:
650.39 ₾
(დონორი: 52)
ჩემი გარეგნობა ნუ შეგაშინებთ, მეც მაქვს გრძნობები და ოცნებები!
ნუ გეშინიათ, ამხელა რომ ვარ. ჩემს გულში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომლის წყენინებაც ძალიან მარტივია და შეიძლება ატირდეს კიდეც. ჩემი დაავადებების გამო ვარ ასე. ერთია, რომ ვერ ვხედავ. ასევე, გული და სახსრები მტკივა. სკოლაში რომ დავდიოდი, მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი, რომ ვცოცხლობ. მერე კი, ყველამ მიმატოვა. ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი, არ მეძინა, საწოლიდან ვერ ვდგებოდი. ამიტომაც დავემსგავსე ურჩხულს.
– ნიკა, ჩვენ, ფონდის მეგობრები, ადამიანებს გარეგნობით არ ვაფასებთ. ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვისაც გვიგზავნის ღმერთი!
ნიკა: რა სიტყვებია! წამლებზე უკეთ კურნავენ!
- რაზე ოცნებობთ?
ნიკა: ვოცნებობ კბილების მკურნალობასა და დედისთვის და დეიდასთვის ნორმალური საწოლების ყიდვაზე. მე ამ დანგრეულ საწოლზეც შემილია დავიძინო, ​​ისინი კი მოხუცები და ავადმყოფები არიან. მეც მაქვს ბავშვობის ოცნება. თუ არ დამცინებთ, გეტყვით.
სიმღერა მიყვარს. ვოცნებობ მქონდეს მიკროფონი და დინამიკები. ეს იქნებოდა ჩემთვის ნამდვილი ბედნიერება!