ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა, ილია ყველაზე მაგარი პროგრამისტი გახდება!

ახლა, ილია ყველაზე მაგარი პროგრამისტი გახდება!

შეგროვებულია:
613.41 ₾
(დონორი: 68)
მინდა პოლიციელი გამოვიდე, მაგრამ კომპიუტერი მჭირდება, რომ გავიგო ყველაზე საზიზღარი ბანდიტები სად იმალებიან
- ილია, ვინ გინდა გამოხვიდე?
ილია: მ-მ-მ, მინდა ჰაკერი გამოვიდე.
- და იცი ეგ რა არის? 
ილია: დიახ, აი-ი-ი... ბევრ „კნოპკებს“ რომ აჭერ სწრაფად და ყველგან რომ შედიხარ... ფილმში ვნახე, ადრე... მაგრამ ისე, ვოცნებობ ხოლმე ჩემთვის.
- შეგიძლია მითხრა, რა გჭირდება ეს ოცნება რომ აისრულო?
ილია: კი, მაგრამ არ მგონია, ახდეს. იცი, რამდენი ფული ღირს? ბე-ე-ე-ევრი! იცი რა ჰქვია? აი ის, კომპიუტერი არა, მეორე რომ არის... რომ იშლება და იკეცება...
- მგონი მივხვდი, ნოუთბუქი? 
ილია: დი-ა-ა-ხ!!! ეგ თუ მექნება, ჯადოსნურ ღილაკს გამოვიგონებ და ყველა ბოროტ ბიძიას დავიჭერ.. 
- კიდევ რის გაკეთებას შეძლებ ნოუთბუქით... გიფიქრია? 
         ილია: კიდევ, პროგრამისტი შეგიძლია გამოხვიდე.
 კიდე-ე-ე-ვ... ყველაფრის სწავლა შეგიძლია კომპიუტერით, რასაც  მოინდომებ... 
- შენს კლასელებს აქვთ ნოუთბუქი? 
ილია: კი, გაკვეთილებს მანდ მეცადინეობენ ხოლმე ... 
- და შენ როგორ მეცადინეობ? 
ილია: მე რაც წიგნში მაქვს გასაკეთებელი, იმას ვაკეთებ და რაც კომპიუტერში - იმას ვერა ...