ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს პატარა ნივთი მთელ სამყაროს იტევს!

ეს პატარა ნივთი მთელ სამყაროს იტევს!

შეგროვებულია:
461.31 ₾
(დონორი: 53)

მე, დედაჩემს და ჩემს დას ძალიან გვჭირდება მობილური ტელეფონები! თუნდაც, ულამაზო. ჩვენ ხომ ჩვენს ძამიკოებთან ვრჩებით და დედას თუ ვერ დავურეკავთ, ისინი შეიძლება მოკვდნენ! დედიკოსაც ნებისმიერ წამს რომ შეეძლოს დარეკვა! მათი სიკვდილი არ შეიძება! ჩვენ მათ განვკურნავთ!

თემური: ჩემი ძმები დავითი და დემე რომ ტირიან, მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, რომ გამოჯანმრთელდნენ. ვისურვებდი, მათთვის სათამაშოები მეთხოვა, მაგრამ არ სჭირდებათ. გული მტკივა, მაგრამ მათთვის წამლები და მკურნალობა უნდა გთხოვოთ. დაეხმარეთ მათ, ჩვენი ოჯახი ბედნიერი რომ იყოს. რომ გავიზრდები, პოლიციელი გამოვალ, მე თვითონ ვიზრუნებ და ყველაფერს გავაკეთებ მათთვის.
– შენთვის არაფერს ითხოვ?
თემური: მხოლოდ პატარების მერე. შეგიძლიათ მათთვის ექიმი ნახოთ?
- აუცილებლად ვნახავთ.
თემური: დედას ხშირად სჭირდება პატარების მოვლაში დახმარება, მე კი, სახლში არ ვარ. მობილური რომ მქონოდა დამირეკავდა და მაშინვე დავბრუნდებოდი. ნუ გეშინიათ, საათობით არ ჩამოვეკიდები ტელეფონზე. ამდენი დრო არ მაქვს. ბავშვების ავადმყოფობის გამო, სახლში სხვანაირი მდგომარეობა გვაქვს. მაგრამ, თუ დათო და დემე კარგად იქნებიან, კლასელებს მობილურზე დაველაპარაკები, მუსიკას მოვუსმენ, საინტერესო ვიდეოებს ვუყურებ. იქნებ, მეც გადავიღო ვიდეო.
- კიდევ რაზე ოცნებობ?
თემური: ოდესმე ზღვა ვნახო და ვიგრძნო ზღვის სურნელი. ვირბინო სანაპიროზე და ვნახო ცოცხალი თოლიები.
 თუ ზღვას ვერ ვნახავ, კომპიუტერი მინდა, იქ მაინც რომ ვუყურო ცოტა ხანს! ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მქონდეს. მაგრამ რაც მთავარია, მინდა, ჩემს დაზე იზრუნოთ. ის გოგოა. მას უნდა, რომ იყოს ლამაზი და კიდევ ბევრი რამ. ძალიან ვწუხვარ, რომ მასზე ზრუნვა ჯერ არ შემიძლია.
კიდევ, ძალიან მინდა, კარატეზე რომ ვიარო. მე ხომ მომავალი პოლიციელი ვარ. მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან ბევრი ფული სჭირდება! დედიკოს არაფერს ვთხოვ. საერთოდ არ მიყვარს თხოვნა. რომ არ გეკითხათ, არაფერს ვიტყოდი.
 იზრუნეთ ჩემს დაზე! მას იმდენი რამ სჭირდება! ის ხომ გოგოა!