ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მონიკას ერთადერთი და ყველაზე მთავარი ოცნება ახდა!

მონიკას ერთადერთი და ყველაზე მთავარი ოცნება ახდა!

შეგროვებულია:
187 ₾
(დონორი: 12)
გორიალა თუ მექნება, ხანდახან დამავიწყდება შიმშილი
- მონიკა, მაინტერესებს, თავისუფალ დროს რას აკეთებ და რით ერთობი? 
        მონიკა: გაკვეთილებს რომ მოვამზადებ, მერე ეზოში გავდივარ... ხანდახან, აგურის ნატეხებისგან სახლს ვაშენებ და წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ნამდვილია... კიდევ... დაჭერობანას ვთამაშობ ჩემს და-ძმებთან, ან „შვიდქვაობანას“... ისეთ თამაშებს, რასაც სათამაშოები არ სჭირდება იმიტომ, რომ არ გვაქვს... 
        - რა გაახარებდა შენს გულს ყველაზე მეტად? 
      მონიკა:  დიდი ხანია გორიალა მინდა, მაგრამ  ვერ ვყიდულობთ... თუ გორიალას ვიყიდით, მერე ჩემი ექვსი და-ძმა ერთი კვირა საჭმელს ვერ შეჭამენ... მე კი, არაფერი მიხარია იმაზე მეტად, თუ ყველა ნაჭამია და არავის შია ჩვენს სახლში... 
       - ძალიან კარგი და მზრუნველი დაიკო ხარ,  რაც ძალიან  მახარებს... გორიალა რომ გქონდეს, ბედნიერი იქნები? 
        მონიკა: ძალიან... გორიალა თუ მექნება, ხანდახან შიმშილი დამავიწყდება და ჩემს და-ძმებსაც გავამხიარულებ...