ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა, ჟანას ყველაზე ლამაზი ველოსიპედი აქვს!

ახლა, ჟანას ყველაზე ლამაზი ველოსიპედი აქვს!

შეგროვებულია:
338.24 ₾
(დონორი: 46)
დეიდა, შენ მაინც მითხარი, მე რატომ არ მაქვს ველოსიპედი?
 - ჟანა, კითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ ყველაფერი უკვე  წავიკითხე შენს ლამაზ და დიდრონ თვალებში... მოწყენილი ხარ?..
        ჟანა: დიახ, ძალიან მოვიწყინე... 
        - იქნებ დაგეხმარო, თუ გამანდობ, რა ხდება შენს გულში? 
        ჟანა: დედიკო სულ მეუბნებოდა, რომ გაიზრდები ველოსიპედს გიყიდიო. აი, გავიზარდე, მაგრამ ველოსიპედი მაინც არ მაქვს... მალე სკოლაში წავალ და ველოსიპედის ტარებაც კი არ ვიცი... არც სათამაშოები მაქვს, რომ გავერთო. 
         - დედიკოს ძალიან უნდა, რომ ყველა სურვილი აგისრულოს, მაგრამ ჯერჯერობით, ამის საშუალება არ აქვს. მაგრამ, დედიკო ისეთი კეთილია და კარგი, რომ რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებს და გაგახარებს... 
        ჟანა: ჩემი დედიკო ყველაზე კარგია, მაგრამ ვიცი საშუალება არ აქვს, შვიდი ბავშვის სურვილები რომ  აასრულოს... ამიტომ, დედიკოც მოწყენილია ხოლმე, მეც მოწყენილი ვარ და ჩემი და-ძმებიც... 
         - რა საჩუქარი გაგიხარდება ყველაზე მეტად? 
         ჟანა: გოგოს ველოსიპედი, ვარდისფერი ან იასამნისფერი... კიდე-ე-ე-ვ... ის, ყველანი ბედნიერები რომ  ვიქნებით ჩვენს სახლში... 
        - ჟანა, რა არის ბედნიერება? 
        ჯანა: ბედნიერება არის, როდესაც არავის შია. კიდე-ე-ე-ვ...  სახლში რომ არ ცივა ... 
        - ჟანა, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი კეთილი ადამიანია, რომელიც შენს გაბედნიერებას შეძლებს...