ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ანას სამი ახალი კაბა აქვს

ანას სამი ახალი კაბა აქვს

შეგროვებულია:
165 ₾
(დონორი: 11)
სკოლაში წასვლის მრცხვენია! ბავშვებში ყველაზე ღარიბი მე ვარ. მაგრამ არ მინდა, სხვა ბავშვებს ვეცოდებოდე. ამაყი გოგო ვარ, მათხოვარი კი არა!
ანა: ნეტავ, როგორია, მდიდარი რომ ხარ?
- რა არის შენთვის სიმდიდრე?
ანა: რა სასაცილო ხარ! არ იცი? ჩემს ყველა კლასელს აქვს ლამაზი ტანსაცმელი, ტელეფონი და კომპიუტერი სწავლისთვის. ძალიან მიყვარს სკოლა და ჩემი თანაკლასელები, მაგრამ ხანდახან, მრცხვენია იქ წასვლა.
- სკოლაში სიარულის რატომ გრცხვენია, ანა?
ანა: დაფასთან რომ ვდგავარ და გაკვეთილს ვყვები, მგონია, რომ ყველა რაღაცნაირად მიყურებს. ალბათ, ზოგს ვეცოდები, ზოგს კი უხარია, კარგად რომ ვსწავლობ.  მრცხვენია ამაზე ლაპარაკის! მე ხომ გოგო ვარ და არა მათხოვარი!