ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თემურს უკვე პლანშეტიც აქვს და ახალი მეგობრებიც გაიჩინა!

თემურს უკვე პლანშეტიც აქვს და ახალი მეგობრებიც გაიჩინა!

შეგროვებულია:
613.09 ₾
(დონორი: 73)
კომპიუტერი რომ მქონდეს, მეგობრებიც მეყოლებოდა
-თემურ, რა გჭირდება იმისთვის, ბედნიერი რომ იყო?
        თემური: მეგობრები და კომპიუტერი, მაგრამ კომპიუტერი თუ არ მექნება, მეგობრებიც არ მეყოლება... 
         - რატომ ფიქრობ ასე? შენ ისეთი კარგი ბიჭი ხარ, რომ კომპიუტერის გარეშეც, აუცილებლად გეყოლება მეგობრები... 
        თემური: ასე არ არის... 
        - რატომ? 
       თემური: იმიტომ, რომ ყველა მეგობრობს იმათთან, ვისაც კომპიუტერი აქვს... ბავშვები მათთან სახლში მიდიან და იქ თამაშობენ ან ფილმს უყურებენ, იცინიან და კარგ დროს ატარებენ. ჩემს სახლში კი, არაფერია ისეთი, რითაც ბავშვები გაერთობიან, ამიტომ ჩემთან არავინ მოდის... 
         - არა უშავს თემურ, გულს ნუ გაიტეხ... ყველაფერი წინ არის... დარწმუნებული ვარ, შენც გექნება კომპიუტერი და შენთანაც აუცილებლად მოვლენ მეგობრები...
        თემური: დიდად არ მჯერა ამის, კომპიუტერი ძალიან ძვირი ღირს და არ მგონია, როდესმე მქონდეს... ხანდახან ვფიქრობ, სადმე ვიმუშაო და ფულის შეგროვება დავიწყო, მაგრამ ვიცი, დედა ძალიან გაბრაზდება... ადრე მითხრა, შენს ასაკში, ბავშვები დედასთან ახლოს უნდა იყვნენ და არ უნდა მუშაობდნენო. მაგრამ, ფული რომ არ გვაქვს, რა ვქნა? ... 
        - დედამ სწორად გითხრა, გულს ნუ გაიტეხ, თემურ... ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ და ვფიქრობ, კეთილი ადამიანები აასრულებენ შენს სურვილს...