ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თურმე, მეც შემიძლია ბედნიერი ვიყო და გავიღიმო!

თურმე, მეც შემიძლია ბედნიერი ვიყო და გავიღიმო!

შეგროვებულია:
710.57 ₾
(დონორი: 97)
გაუცინარი პრინცესა არ ვარ, უბრალოდ სულ ვდარდობ
ბარბარე: სულ მეკითხებიან, რატომ ვარ ყოველთვის ასეთი მოწყენილი. როგორ ფიქრობთ, მე თვითონ არ მინდა სხვა გოგონებივით სიცილი და გართობა? მაგრამ არ გამომდის.
- როგორც გაუცინარი პრინცესას ზღაპარში? ხომ იცი? ცოლად რომ უნდა გაჰყვეს მას, ვინც გააცინებს.
ბარბარე: არ მინდა გათხოვება. მე გაუცინარი პრინცესა არ ვარ და ჩემი გამხიარულებაც არ არის რთული.
- რამ შეიძლება გაგამხიარულოს? იქნებ არის ოცნებები, რომლის ასრულებაც გაგაბედნიერებდა?
ბარბარე: აი, ლამაზი კაბა რომ მქონდეს, სიხარულისგან პეპელასავით ვიფარფატებდი! მერე კი, დავჯდებოდი და ვისეირნობდი ჩემი ლამაზი ველოსიპედით! მერე, ალბათ, ჩემს სიცილს მთელი სოფელი გაიგებდა!
- კარგი, და არის ისეთი რამეები, რაც შენ ძალიან გჭირდება, მაგრამ დედა ვერაფრით  გყიდულობს?
ბარბარე: არის! არ მაქვს არც ლეპტოპი, არც პლანშეტი, არც ტელეფონი. მე კი, ნამდვილად მჭირდება ერთერთი მაინც. კიდევ,  ლამაზად ვხატავ, მგონია, რომ ლამაზია. მაგრამ,  არაფერი მაქვს: არც ალბომი, არც ფლომასტერები, არც ფანქრები. აი, რომ მქონდეს, გპირდები, ისეთი მხატვარი გამოვალ, რომელიც მთელ საქართველოში იქნება ცნობილი!