ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ძალიან მჭირდება კომპიუტერი! მის გარეშე, ვერ შევასრულებ დაპირებას, რომელიც დედას მივეცი: ვისწავლო და თავად ვიშოვნო ფული, ჩემი დაიკოების ცხოვრება, უკეთესობისკენ რომ შევცვალო!

ძალიან მჭირდება კომპიუტერი! მის გარეშე, ვერ შევასრულებ დაპირებას, რომელიც დედას მივეცი: ვისწავლო და თავად ვიშოვნო ფული, ჩემი დაიკოების ცხოვრება, უკეთესობისკენ რომ შევცვალო!

შეგროვებულია:
1,165.69 ₾
(დონორი: 138)

ძალიან მჭირდება კომპიუტერი! მის გარეშე, ვერ შევასრულებ დაპირებას, რომელიც დედას მივეცი: ვისწავლო და თავად ვიშოვნო ფული, ჩემი დაიკოების ცხოვრება, უკეთესობისკენ რომ შევცვალო!

- ლუკა, რაზე ოცნებობ ყველაზე მეტად?
        ლუკა: ძალიან დიდი ტკივილი განვიცადე, როდესაც დედა გარდამეცვალა. კოვიდმა იმსხვერპლა. ამ დროს, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ქიმია-ბიოლოგიას უკეთ ვისწავლიდი. ხოლო, რომ გავიზრდები, ლაბორატორიაში ვიმუშავებ და ყველაფერს გავაკეთებ ისეთი წამლების შესაქმნელად, რომლებიც დაამარცხებდა ყველა ვირუსს.
        - პირობის შესრულება უკვე დაიწყე?
         ლუკა: დიახ, ამ საგნებს ძალიან კარგად ვსწავლობ. განსაკუთრებით, ქიმიას. უფრო მეტი რომ გავაკეთო, მეტი ინფორმაცია მოვიძიო, კომპიუტერი მჭირდება. მე კი, ის არ მაქვს! ჩვენნაირ შეჭირვებულ ოჯახს ასეთი ნივთები, აბა,  საიდან ექნება?! პანდემიის დროს, ონლაინ გაკვეთილებსაც კი ვაცდენდი ამის გამო, ჩამოვრჩი. მერე, იცით, რამდენი შრომა დამჭირდა, თანაკლასელებს რომ დავწეოდი? რა თქმა უნდა, მასწავლებლებიც ძალიან დამეხმარნენ. აი, კომპიუტერი რომ მქონოდა...  როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ამ ოცნების ახდენა?