ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემთვის ზუსტად ასეთ „როლიკებს“ აარჩევდა!

დედა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემთვის ზუსტად ასეთ „როლიკებს“ აარჩევდა!

შეგროვებულია:
311.33 ₾
(დონორი: 41)
   ჩემი დედიკო დამპირდა, ვარდისფერ „როლიკებს“ გიყიდიო, მაგრამ ვერ მიყიდა... ის ცაში გაფრინდა, ღმერთთან. ბაბუას კი, საჭმლის ფული არ აქვს, აბა, „როლიკებს“ როგორ მიყიდის?!     
- ელენე, რაზე ოცნებობ ყველაზე მეტად?
         ელენე: რაზეც მე ვოცნებობ ის, ვიცი, არასდროს ამისრულდება, რადგან ადამიანები არ ცოცხლდებიან. დედიკო მენატრება ძალიან. ერთი წელი გავიდა, რაც ცაში გაფრინდა. ყოველდღე მისი ხმა ჩამესმის. მინდა, დედა ისევ ჩემს გვერდით იყოს.
        - დედა ისევ შენს გვერდითაა, პატარავ! აი, ამბობ, რომ მისი ხმა ყოველდღე ჩაგესმის. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არსად წასულა. უბრალოდ, შენ ვერ ხედავ მას. ის კი გხედავს, ყველგან თან დაგყვება, გიცავს და ლოცულობს შენზე.
          ელენე: ჰო, ერთი კვირის წინ სიცხე მქონდა. ბაბუს შეეშინდა, ძალიან მაღალი გაქვსო. ბაბუმ წამალი ვერ მიყიდა. ჩვენ ძალიან გვიჭირს. ვის არ დაურეკა. მერე წამალი უცნობმა მოგვიტანა, ალბათ, დედამ გამოგზავნა... კი, კი, ნამდვილად ასე იქნებოდა! დედიკო მეც დამესიზმრა და მალე გამოვჯანმრთელდი კიდეც.
         - კიდევ ბევრჯერ დაგიცავს შენი დედიკო და ბევრ ოცნებასაც აგისრულებს. აი, ნახავ...
         ელენე: ისე ძალიან მინდა პატარა ვარდისფერი „როლიკები“, აქეთ-იქით რომ ვიქროლო, ჩემი ტოლებივით. მე კი, ეზოში რომ ჩავდივარ, მოწყენილი ვუცქერ სხვა ლამაზ გოგონებს, რომლებიც დაჰქრიან და დაჰქრიან... აი, მეც რომ მქონდე-ე-ე-ეს...
        - კიდევ რაზე ოცნებობ, პატარავ?
         ელენე: კიდევ, სიმღერაზე მინდა სიარული. ბაბუს არც მაგის ფული აქვს. იცით, რა კარგად ვმღერი?  ყველას მოსწონს... ტელეფონიც კი არ მაქვს, რომ მუსიკა მაინც ჩავრთო და სახლში ვიმეცადინო. ასე, დავდგები  ხოლმე დედას სურათთან  და... ვმღერი დედაზე... ძალიან მიყვარს სიმღერები დედაზე!