ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა, ნამდვილი გოგო ვარ

ახლა, ნამდვილი გოგო ვარ

დაბადების დღე: 13.05.2015
შეგროვებულია:
1,019.73 ₾
(დონორი: 134)
ნეტავ, ახალ წელს მუცელი არ მტკიოდეს და სიცივე არ იყოს სახლში
ბარბარე: იცი, რომ სულ მალე ახალი წელი დადგება? შვილები გყავს? მათთან მოვა თოვლის ბაბუა? კარგად იქცეოდნენ? შენც აჩუქებ რამეს? თოჯინასაც? კანფეტებსაც? და პრინცესა ელზასნაირ კაბებსაც? და შოკოლადს? კატლეტსაც? თოჯინასაც? „პეჩენიებს“? კაბებს?
- ვაიმე, ბარბარე, რამდენი კითხვა გქონია! ცოტა ნელა ვისაუბროთ, თორემ ყველაფერს ერთად ვერც ვიმახსოვრებ.
ბარბარე: მერე, ჩაიწერე! სკოლაში  ვაკეთებ ასე, რომ არ დამავიწყდეს რა მითხრა მასწავლებელმა.
- კარგი, ოღონდ მოდი, თანმიმდევრობით მომიყევი ყველაფერი!
ბარბარე: სკოლაშიც და სახლშიც კარგად ვიქცეოდი. მაგრამ ჩემთვის საახალწლო საჩუქრები არავის მოუტანია. წინა წელს არაფერი მაჩუქეს... არც დაბადების დღეზე... ახლაც, ალბათ, არაფერს მივიღებ. მე კი, ძალიან მინდა პირველ იანვარს ეზოში გავიდე და ჩემი საჩუქრებით მოვიწონო თავი. დედა და მამა ხომ ამბობენ, რომ მე კარგი გოგო ვარ. ნანა მასწავლებელიც სულ მაქებს. ლექსიც კი ვისწავლე. საჩუქრები ხომ, მხოლოდ ჩემთვის კი არა, დედიკოსთვის და მამიკოსთვისაც „მოვიოცნებე“!
          - ყველაზე კეთილი გოგო ხარ საქართველოში! იცი?
          ბარბარე: კი, ვიცი! რომ გავიზრდები, კიდევ უფრო კეთილი ვიქნები. ექიმი გამოვალ - ყველას ვუმკურნალებ. თან, პრინცესაც და მხატვარიც ვიქნები.
- რა მაგარია! მოასწრებ ყველაფერს ერთად?
ბარბარე: რა თქმა უნდა. დილაობით „ვიექიმებ“, მერე დავხატავ. პრინცესა კი, სულ ვიქნები!
- აბა, რა ჩავიწერო? მიდი, მითხარი!
ბარბარა: ნომერი ერთი არის „პრინცესული“ „ფუმფულიკო“  საწოლი.
- "ფუმფულიკო" რანაირია?
ბარბარე: აი, ისეთი, რბილი, თბილი, კარგი, „ფუმფულიკო“ რა. ნომერი ორი არის პრინცესებიანი ბალიში და საბანი.
- ისიც „ფუმფულიკო“?
ბარბარე: არა, ჩვეულებრივიც შეიძლება. ნომერი სამი კი არის კაბა, სათამაშოები, ტკბილეული, ნამცხვრები და ლამაზი კაბა.
- „კაბა“ ორჯერ თქვი.
ბარბარე: კი! იმიტომ, რომ ორი მინდა!
- იქნებ თბილი ჟაკეტიც და „ფუმფულიკო“ ფეხსაცმელიც გინდა, ზამთარში რომ არ შეგცივდეს?
ბარბარე: მაგარი იქნებოდა. და დაწერე: წინასწარ დიდი მადლობა ყველას!