ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ანასტასიას

ანასტასიას "ბევრები" თოჯინები და ფერადი ფანქრები აქვს

დაბადების დღე: 08.11.2017
შეგროვებულია:
216.93 ₾
(დონორი: 18)
ბევრიცალი ფანქარი და ბევრიცალი ორი თოჯინა მინდა
ანასტასია: თუ ვიმღერებ და ვიცეკვებ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები დამხვდება?
- რა გინდა რომ დაგხვდეს?
ანასტასია: კუბიკები, ერთი თოჯინა ჩემთვის და ერთი მარიამისთვის. მარიამი ჯერ ვერ ითამაშებს და მისმა თოჯინამ რომ არ მოიწყინოს, ჩემთან ერთად ვათამაშებ. ხოდა ორი თოჯინა მეყოლება. ერთს მარიამს დავარქმევ, მეორეს ტასოს. მარი ჩემი თოჯინა იქნება, ტასო კიდევ - მარიამის. ხომ კარგად მოვიფიქრე? 
- ერთი თოჯინა არაა საკმარისი?
ანასტასია: არა, ორი უფრო სკმარისია. აი შენ ერთი თოჯინათი თამაშობ? ალბათ არა!
- ჰო, მართალი ხარ. თოჯინის გარდა კიდევ რამე გინდა?
ანასტასია: ბევრიცალი ფანქარი მინდა ერთი ჩემთვის და ერთი მარიამისთვის. და ყველათი მე დავხატავ, იმიტომ რომ მარიამმა ხატვაც არ იცის. და რომ გაიზრდება - ვათხოვებ!!