ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს

რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს

შეგროვებულია:
899 ₾
(დონორი: 51)

რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს

აკაკი: აი ასე ცხოვრობ, ცხოვრობ, ერთგულად ემსახურები სამშობლოს, მაგრამ გასაჭირში თუ ჩავარდი, არავის გაახსენდები. ყველა პირობას გვიქმნიან, რაც შეიძლება მალე რომ მოვკვდეთ. მითხარით, ბრძენო ადამიანებო, როგორ ვიცხოვროთ? როგორ არ მოვკვდეთ? ფეხი მაქვს მოტეხილი, გულის ოპერაცია გადავიტანე - შუნტირება. ჩემს მეუღლეს კი, ფეხი მოჰკვეთეს და მხედველობა დაკარგა. ცოტა ხნის წინ ინსულტმაც დაარტყა. ჩვენ 59 წლის ვართ - საპენსიო ასაკს ჯერ ვერ მივაღწიეთ, ამიტომ, მხოლოდ შშმ პირთა პენსიას ვიღებთ - თვეში 140 ლარს. ეს თანხა ჯანმრთელ ადამიანსაც არ ეყოფა. რა უნდა ვქნათ, როდესაც 140 ლარით მედიკამენტების ერთი კვირის მარაგსაც ვერ ვყიდულობთ? მეზობლები რომ არა, შიმშილით დავიხოცებოდით!
- როგორ შეგიმსუბუქოთ ტანჯვა?
აკაკი: თქვენ ჩვენით დაინტერესდით - ეს უკვე სასიამოვნოა. ერთი დიდი ოცნება გვაქვს: ჩემი ცოლი ეტლზე ოცნებობს, მე კი - სარეცხ მანქანაზე. ამ ორ ნივთს ჩვენ თვითონ ვერასდროს ვიყიდით, მათ გარეშე კი, ჩვენი ისედაც საშინელი ცხოვრება, ნამდვილი ჯოჯოხეთია.