ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნიტას აუხდა ორივე, ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება!

ნიტას აუხდა ორივე, ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება!

შეგროვებულია:
803.13 ₾
(დონორი: 118)
ერთადერთი ოცნება მაქვს - ტელეფონი! მაგრამ დედას არ ვეუბნები, ვიცი, რომ ტირილს დაიწყებს... მას ხომ ფული არ აქვს და ვერც ისესხებს
     ნიტა: ბოლო დროს მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა ტელეფონი რომ მქონდეს. რა წყნარად ვისხდებოდით, მულტფილმების ან „იუთუბის“ ყურება რომ შეგვეძლოს. ამდენს აღარ ვიჩხუბებდით და დედიკოსაც აღარ გავაბრაზებდით. ხანდახან, იძულებული ვარ ვინმეს ვთხოვო, დედას რომ დავურეკო, სპორტიდან სახლში მისვლა თუ მაგვიანდება.
         - რომელ სპორტზე დადიხარ?
         ნიტა: ჭიდაობაზე! მე „ტაეკვონდოისტი“ ვარ! ჯერ ვერ ვარ ჩემი ძმასავით მაგარი, ერთი მედალიც კი არ მაქვს. მაგრამ აი, ნახავ, ტელევიზორშიც აუცილებლად „გამოვალ“!
        - სპორტისთვის არაფერი გჭირდება?
         ნიტა: კი! ძალიან მჭირდება ლამაზი სპორტული ფორმა, ისეთი, ჩემს ძმას როგორიც აქვს.