ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიკეთე ტკივილსაც აყუჩებს

სიკეთე ტკივილსაც აყუჩებს

შეგროვებულია:
610.7 ₾
(დონორი: 55)

ვოცნებობ თავიდან მოვიშორო ეს წყეული ბორბლები

ლია: ერთადერთი, რასაც ახლა ვგრძნობ, არის ტკივილი, სხვა არაფერი. დავიღალე... ყოველდღე ვფიქრობ, რომ ხვალ ამ ყველაფერს ვეღარ გავუძლებ, მაგრამ ღმერთი საპირისპიროს მიმტკიცებს. ხანდახან, ვეკითხები მას: „ღმერთო, რატომ არ მიგყავარ შენთან? ჩემს მეუღლესთან?“ მაგრამ, რადგან ცოცხალი ვარ, ესე იგი, ასეა საჭირო. განადგურებული ვარ სულიერადაც და ფიზიკურადაც. შემომხედეთ, რაღა დავრჩი! სარკეში ჩახედვისაც კი მეშინია. 45 წლის ასაკში საცოდავ არარაობად ვიქეცი.
- როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება შეგიმსუბუქოთ ცხოვრება, ცოტათი მაინც?
ლია: არაფერი მინდა, არაფერი... უბრალოდ, ფეხზე რომ წამოვდგე და გამუდმებით ეს ტკივილი ვიგრძნო. ის შიგნიდან მჭამს! მატერიალური აღარაფერი მაინტერესებს, მხოლოდ ჯანმრთელობა მინდა. პირველ რიგში, ექიმთან უნდა მივიდე, შემდეგ ვიმკურნალო. ვითხოვ თქვენს მხარდაჭერას იმისთვის, რომ კვლავ ფეხზე დავდგე და ეს ბორბლები თავიდან მოვიშორო. მიშველეთ!