ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პატარა ნიკამ ორასი მადლობა გადმოგცათ!

პატარა ნიკამ ორასი მადლობა გადმოგცათ!

დაბადების დღე: 11.09.2015
შეგროვებულია:
564.1 ₾
(დონორი: 45)

ნიკა, რომელმაც არ იცის, როდის აქვს დაბადების დღე, რადგან არასდროს არავის მიულოცია, მის მტირალა დაიკოებსაც კი!

- საჩუქრები გინდა?
ნიკა (7 წლის): ვის არ უნდა?! აი, შენ, არ გინდა?
- კი, მართალი ხარ! მეც მინდა. მაშ, როდის მოგიტანოთ?
ნიკა: ნიკოლოზობას. მე ხომ, ნიკოლოზი ვარ! მეც ნიკოლოზი მქვია! წმინდა ნიკოლოზს არ შეუძლია, ჩემი მტირალა დაიკოები, არა მტირალებით რომ შემიცვალოს?
კარგი, არ აროს საჭირო, მიყვარს ისინი. მაგრამ, საჩუქრებიც მინდა. დედაჩემს იმდენჯერ ვთხოვე, ახალი ჩანთა, ლამაზი ფანქრები, პენალი და რვეულები ეჩუქებინა ჩემთვის, მაგრამ ვერ შეძლო. ფული არ აქვს. ამიტომ, პირველ დღეს, პირველ კლასში წასვლა მეზობლის ძველი ჩანთით მომიწია.
– გეფიცები, შენი სასკოლო ნივთებისთვის ფული აუცილებლად იქნება!
ნიკა: შეიძლება, ტელეფონიც რომ მაჩუქონ? და ველოსიპედი? მე ხომ საჩუქრები არასდროს მიმიღია, არც საახალწლოდ და არც დაბადების დღეზე. იცი, რა საწყენია? საიდან გეცოდინება... შენ ხომ, გაქვს ტელეფონი.
         -კარგი რა, რატომ ამბობ ასე. მომეცი შენი სია!
         ნიკა: ტელეფონი მინდა, ველოსიპედი, ლამაზი ფეხსაცმელი და ბევრი, ბევრი ფანქარი! და ტელევიზორიც, რამის ყურება რომ მომინდება, ხიდზე მიწევს გადასვლა.  ღამით შეიძლება წყალში ჩავვარდე. ახლა კი, წყალი ძალიან ცივია!