ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიკვდილის წინა სურვილი: „გემუდარებით, ძალიან გთხოვთ, როდესაც მე აღარ ვიქნები, იზრუნეთ გიორგიზე! უფალი დაგლოცავთ ყველას!“

სიკვდილის წინა სურვილი: „გემუდარებით, ძალიან გთხოვთ, როდესაც მე აღარ ვიქნები, იზრუნეთ გიორგიზე! უფალი დაგლოცავთ ყველას!“

შეგროვებულია:
650.83 ₾
(დონორი: 40)

სიკვდილის წინა სურვილი: „გემუდარებით, ძალიან გთხოვთ, როდესაც მე აღარ ვიქნები, იზრუნეთ გიორგიზე! უფალი დაგლოცავთ ყველას!“

 მარინა: ჩემი დღეები დათვლილია. არ ვიცი რამდენ ხანს უნდა ვიტანჯო კიდევ, ვეღარ ვუძლებ ამ ტკივილს. კანი დამისკდა და სისხლი მდის წყლულებიდან. ჩემი შვილის გარდა, მომვლელი არავინ მყავს. მეუღლემ 14 წლის წინ მიმატოვა, როდესაც გაიგო, რომ კიბო მქონდა. მას შემდეგ ვებრძვი დაავადებას და გაჭირვებას. ღმერთმა საუკეთესო შვილი მაჩუქა. ის საჭმელს მამზადებს, ნემსებს მიკეთებს, მაჭმევს და თანაც ახერხებს, კარგად ისწავლოს და საუკეთესო იყოს სკოლაში. 

გემუდარებით, ძალიან გთხოვთ, მე რომ იმ ქვეყნად წავალ, იზრუნეთ გიორგიზე! უფალი დაგლოცავთ ყველას!

– არის რამე ისეთი, რაც შეგიმსუბუქებთ ტანჯვას და ტკივილს?
მარინა: საწოლი მჭირდება და გემრიელი საჭმელი მაინც, სიცოცხლის ბოლო დღეებში. მთელი ჩვენი შემოსავალი წამლებში მიდის.