ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი გული ბედნიერებისგან ბრწყინავს!

ჩემი გული ბედნიერებისგან ბრწყინავს!

დაბადების დღე: 09.05.2011
შეგროვებულია:
713.9 ₾
(დონორი: 114)

კლასში საუკეთესო მოსწავლეა, ათოსანი - ლიკა (11 წლის) ნუთუ, ის საქართველოს საამაყო შვილი არ არის?! ნუთუ, მას პლანშეტი და ტელეფონი არ უნდა ჰქონდეს?! ის ხომ, ამ ნივთების გარეშე სწავლას ვერ გააგრძელებს?! და შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს დიდი მეცნიერი ან პოლიტიკოსი, ან თუნდაც, უდიდესი პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში!?

ლიკა: პლანშეტზე ვოცნებობ. სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვარ, კლასში საუკეთესო. მიყვარს გეოგრაფია და ბუნებისმეტყველება. ყოველთვის მინდა ვიცოდე იმაზე მეტი, ვიდრე სახელმძღვანელოებში წერია, მაგრამ არაფერი მაქვს, რომ ინტერნეტში შესვლა და იმ ყველაფრის ნახვა შევძლო, რაც მაინტერესებს. კიდევ, მინდა ცეკვაზე სიარული, მაგრამ დედაჩემს ფული არ აქვს, რომ მეცადინეობის საფასური გადაიხადოს და სპეციალური ტანსაცმელი მიყიდოს. მთელი ფული ჩემი ავადმყოფი ძმისთვის გვეხარჯება. ის უკვე 16 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება საფენები, წამლები და სპეციალური კვება. დედა ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვითმინოთ, ნიკას კი - არა. ის შეიძლება მოკვდეს. ამიტომ, დედაჩემს არაფერს ვთხოვ. თქვენ კი, გთხოვეთ. ფეისბუქზე ვნახე, რომ ბევრ ბავშვს აჩუქეთ პლანშეტები, მათ ბედნიერ სახეებს რა დამავიწყებს?! მინდა, მეც მათ ადგილას აღმოვჩნდე!