ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვიფიქრებ, ვითომ, ეს პლანშეტი დედიკომ მაჩუქა!

ვიფიქრებ, ვითომ, ეს პლანშეტი დედიკომ მაჩუქა!

დაბადების დღე: 20.04.2017
შეგროვებულია:
538.5 ₾
(დონორი: 24)

ჩემი ოცნებაა, დედა გაცოცხლდეს და თოჯინა მაჩუქოს

ბარბარე: დედიკოს სიკვდილის მერე, მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ის "გაცოცხლდეს" და ჩემთან მოვიდეს.
       - არის რამე ისეთი, რაც გაგახარებდა?
         ბარბარე: ინტერნეტში არის ერთი გოგონა, ემილია, მას ბევრი თოჯინა და კაბა აქვს. აი, ერთი ისეთი კაბა და ერთი თოჯინა მაინც რომ მქონდეს, გამიხარდებოდა! მხიარულ სიმღერებსაც კი ვიმღერებდი. ახლა, მხოლოდ სევდიანებს ვმღერი. მხოლოდ დედიკოზე... მერე კი, ვტირი.
        - ესე იგი, შენ სიმღერაც გიყვარს.
       ბარბარე: ძალიან მიყვარს. იცით, არის ისეთი მიკროფონი, რომელშიც შეგიძლია იმღერო და ხმა ნამდვილი მომღერალივით გექნება. მეც მინდა ესეთი მიკროფონი. და კიდევ, მინდა მქონდეს ლამაზი და რბილი საწოლი, რომ ჩავწვე და პლანშეტზე მულტფილმებს ვუყურო. როგორ გაუხარდებოდა ჩემს დედიკოს!