ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვიფიქრებ, ვითომ, დედიკომ მაჩუქა ეს ველოსიპედი!

ვიფიქრებ, ვითომ, დედიკომ მაჩუქა ეს ველოსიპედი!

დაბადების დღე: 07.12.2012
შეგროვებულია:
500.28 ₾
(დონორი: 56)

„დედას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის!..“

გიორგი (10 წლის): არ ვარ პატარა, მაგრამ ხანდახან ცრემლები მომდის, რომ მახსენდება, დედა როგორ გვეხუტებოდა. ყველა ჩემს ოცნებას დავთმობდი, ოღონდ ისევ ცოცხალი იყოს. მაგრამ ვიცი, ადამიანი რომ კვდება - ეს უკვე სამუდამოა, სიცოცხლის ბოლომდე! 
         - პატარა ხარ, მაგრამ უკვე უდიდესი ტრაგედიის გადატანა მოგიხდა. მაგრამ ჩვენ გვინდა, როგორმე გაგახალისოთ. მითხარი, რაზე ოცნებობ?
          გიორგი: რომ გავიზრდები, მინდა ტელეფონების "შემკეთებელი" გამოვიდე, კარგად გამომდის შეკეთება. მაგალითად, სკამის. მეუბნებიან, რომ ოქროს ხელები მაქვს, საჭმლის მომზადებაც კი შემიძლია! ჩემი დაიკოსთვის და მამიკოსთვის. ამიტომ, ძალიან მომწონს ის, არ ვიცი რა ჰქვია, ერთ ბიჭს ჰქონდა, რომ უნდა მიამაგრო, რკინის ნაწილები არის და მანქანის აწყობაც კი შეგიძლია. 
        - კონსტრუქტორი?
        გიორგი: ზუსტად! რა მაგარი რამეა! ამის გარდა, კიდევ ძალიან მინდა, ტელეფონი რომ მქონდეს. დღეს, ინტერნეტი თუ არ გაქვს, სკოლაში ვერაფერს ისწავლი. და კიდევ მინდა ის, რაზეც ყველა ბიჭის ოცნებობს - ველოსიპედი, მაგრამ მგონი, ეს უკვე ნამეტანია.