ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოცნებასთან „ჩახუტობანა“

ოცნებასთან „ჩახუტობანა“

დაბადების დღე: 16.04.2014
შეგროვებულია:
769.8 ₾
(დონორი: 86)
მე ბიჭი არ ვარ! მე ლამაზი გოგო ვარ! და ნუ უყურებთ იმას, რომ მეზობელი ბიჭის გამონაცვალი ძველი ტანსაცმელი მაცვია. თორემ ვიტირებ...
- რა თქმა უნდა, გოგო ხარ და თანაც ასეთი ლამაზი ქართული თვალები გაქვს! ულამაზესი!
მაკა (8 წლის): გოგო რომელსაც თოჯინა არ აქვს, გოგოა?! სათამაშოები არ მაქვს. ხან ხის ნაფოტით ვთამაშობ, ვითომ თოჯინაა, ხან ბალიშით. თან ნათხოვარი ტანსაცმლით რომ დავდივარ, ყველას ბიჭი ვგონივარ და ისე მწყინს, რომ შეიძლება ვიტირო. ერთი ლამაზი კაბაც კი არ მაქვს, ჩემს კლასელ გოგონებს კი, უამრავი.
         - ლამაზი კაბის და თოჯინებისა გარდა, სხვა ოცნებები თუ გაქვს?
          მაკა: კი! ძალიან მინდა ტელეფონი ან პლანშეტი, ყურსასმენები და მიკროფონი! მაშინ ყველაზე ბედნიერი გოგო ვიქნებოდი მთელს სოფელში! მთელს საქართველოშიც! არა, მთელს მსოფლიოში!