ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს

ეს "კეიმპუტულული" ჩემი მეგობარი იქნება!

დაბადების დღე: 12.04.2019
შეგროვებულია:
713.77 ₾
(დონორი: 84)
ჩემი ბებო, მსოფლიოში ყველაზე კეთილი ბებოა! მაგრამ, ავად არის და ფული არ აქვს. იცი, როგორ მიყვარს?
გიორგი (4 წლის): მინდა ყველაფერი შოკოლადის იყოს და ყველაფერი შევჭამო. დედიკოს გარდა! დედა ისედაც გემრიელია. კიდევ, ძალიან მინდა მანქანა და "კეიმპუტულული".
- მანქანა გასაგებია, მეორე კი, საერთოდ ვერ ვხვდები რას ნიშნავს.
გიორგი: ამხელა ხარ და არ იცი რას ნიშნავს „კეიმპუტულული“? მულტფილმების ყურება რომ შეიძლება, თამაში და „ალო-ალოს ლაპარაკი“.
         - ტელეფონი?
          გიორგი: ტელეფონივით, მაგრამ ცოტათი დიდი. წიგნისხელა.
          - პლანშეტზე მეუბნები?
           გიორგი: ასეთი სიტყვა ჯერ არ ვიცი. არასწორად ამბობ. მე რაც  მინდა, იმას „კეიმპუტულული“ ჰქვია. მაგრამ მგონი, შენ უკვე მიხვდი რაც არის.