ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა, ჩემი ლამაზი თოჯინა ყოველთვის ჩემთან იქნება!

ახლა, ჩემი ლამაზი თოჯინა ყოველთვის ჩემთან იქნება!

დაბადების დღე: 03.05.2018
შეგროვებულია:
248.31 ₾
(დონორი: 22)

„თმებიან“ლამაზად ჩაცმულ თოჯინაზე ვოცნებობ!

ლიზი: ეს ჩვენი ლელა ყველაზე საწყალი თოჯინაა. ყველგან ყველაფერი სტკივა, შიშველია, ფეხი ძაღლმა მოაჭამა და ზურგშიც რაღაც ხვრელი აქვს. ცოდო არ არის? და სულ სცივა. იცი როგორ ვათბობ? მუცელში! აი, ასე, ქურთუკში ჩავისვამ და ერთად ვთბებით. მეც მცივა. ნეტავ, ლამაზი თოჯინა მქონდეს, თბილი ტანსაცმლით და მეც თბილი ტანსაცმელი მქონდეს... ძალიან „გახარებული“ ვიქნებოდი! კიდევ გვინდა პა-ა-ა-ატარა ტელევიზორი, მულტფილმებს რომ ვუყურო ჩემს დაიკოებთან ერთად.