ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მძიმე ავადმყოფი ბიჭის ბებიის ოცნება ახდა!

მძიმე ავადმყოფი ბიჭის ბებიის ოცნება ახდა!

დაბადების დღე: 09.09.1942
შეგროვებულია:
1,500.29 ₾
(დონორი: 81)

ჩემი ოცნებაა, ჩემს შვილიშვილზე ადრე არ მოვკვდე!

 მალარდო: ზოგს ეს სიტყვები შეიძლება საშინლად მოეჩვენოს, ზოგი იმასაც იფიქრებს, რომ საკუთარ შვილიშვილს ვწყევლი, მაგრამ როდესაც გაიგებთ, ის რა დღეშია, ყველაფერს მიხვდებით. 24 წლისაა და საწოლს არის მიჯაჭვული. მძიმე ფორმის ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს. ხანდახან, კრუნჩხვები საათობით უგრძელდება მერე კი, ძლივს ვახერხებ მის გონზე მოყვანას. მშობლებმა მიატოვეს და ბედნიერად ცხოვრობენ სხვაგან. დედამ და მამამ სხვა ოჯახები შექმნეს და შვილები გააჩინეს, ავადმყოფი სოსო კი, მიატოვეს ბედის ანაბარა. ის არავის სჭირდება ჩემს გარდა, უჩემოდ ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს. ფეხზე ვეღარ ვდგავარ. მას დღეში რამდენჯერმე სჭირდება პამპერსის გამოცვლა, დაბანა, მოწესრიგება, ჭამა, ზურგის დაზელვა, ნაწოლები რომ არ გაუჩნდეს. მე კი, უკვე 80 წლის ვარ. მუხლები მტკივა, თითები დაკრუნჩხული მაქვს რევმატიზმისგან, წნევა მაწუხებს, მაგრამ ავად გახდომას ვერ ვბედავ. მე რომ მოვკვდე, სოსოს ჩემს გვერდით დამარხავენ იმიტომ, ​​რომ ის არავის სჭირდება. მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ოდნავ მაინც შევუმსუბუქო შვილიშვილის ტანჯვა. ახლა, ის რკინის საწოლზე წევს, რომელიც იშლება. ნამდვილად კარგი იქნებოდა, ნორმალური მოხერხებული საწოლი რომ გვქონდეს. კიდევ, ძალიან მჭირდება პამპერსი და ჰიგიენური საშუალებები, სათანადოდ რომ მოვუარო.

კიდევ... ძალიან მტკივა გული, ამ სიბერეში შვილიშვილის სასთუმალთან გატეხილ სკამზე რომ ვზივარ! ოთხმოცი წლის ვარ. ერთი ძველი საქანელა სავარძელი მაინც რომ მქონდეს... მაგრამ, ეს ალბათ, აუხდენელი ოცნებაა!..