ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ტანჯვისთვის არის გაჩენილი! ჩვენი დახმარების გარეშე ვერ გადარჩება!

ტანჯვისთვის არის გაჩენილი! ჩვენი დახმარების გარეშე ვერ გადარჩება!

შეგროვებულია:
2,175.39 ₾
(დონორი: 38)
თეა: ყოველი მოძრაობა ჯოჯოხეთია ჩემთვის. თითქოს გავარვარებული დანები მესობა სხეულში. ტკივილგამაყუჩებელ წამლებსაც კი ვერ ვყიდულობ. იაფფასიანი არ მაძლევს შვებას. ერთი წამითაც არ ჩერდება ტკივილი. ტკივილისგან ღრიალი მინდა, მაგრამ არ შემიძლია - დედაჩემს შეეშინდება. ისედაც ყოველ ჩემს გატოკებაზე ტირის...  მოშორებით დაჯდება ხოლმე და ცრემლებს ღვრის... ღმერთო, რა დღეშია ჩემს გამო. ვეუბნები, ნუ ტირი, ჯერ არ მოვმკვდარვარ და არც ვაპირებ... გავუძლებ ამ ტკივილს და მარტოს არ მიგატოვებ. საწოლი, რომელზეც ვწერავრ სულ დაშლილია, გვერდებს მტკენს ზამბარები. ახალ საწოლზე ოცნებასაც ვერ ვბედავ. პურის ფულიც კი არ გვაქვს. ხანდახან მგონია, რომ ყველაზე ელემენტარული ნივთები მომიტანდა სულიერ სიმშვიდეს - კომფორტული საწოლი და ტელევიზორი, გარიყულად რომ არ ვიგრძნო თავი!