ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჯერ არ აქვს თოჯინა, მაგრამ სახელი უკვე მოფიქრებული აქვს - ანა-მარია! ის მთელი გულით ეყვარება ქეთას!

ჯერ არ აქვს თოჯინა, მაგრამ სახელი უკვე მოფიქრებული აქვს - ანა-მარია! ის მთელი გულით ეყვარება ქეთას!

დაბადების დღე: 01.04.2013
შეგროვებულია:
456.97 ₾
(დონორი: 13)

ქეთა მზის შვილია, არ უნდა, მის „ვავაზე“ რომ ილაპარაკონ. მას ხომ, ბევრი ნიჭი აქვს: შეუძლია ჭურჭლის რეცხვა, ჯოხების წერა, სარეცხის დაფენა და დედიკოს ცრემლების შეჩერება ერთ წუთში. დედიკო ძალიან უყვარს და ეს ყველაზე კარგად გამოსდის! ისეთი გულთბილია, ნებისმიერ ადამიანს გაათბობს.

ქეთას თუ აჩუქებთ გრძელთმიან თოჯინას ანა-მარიას, რომელზეც დღედაღამ ოცნებობს, ის მას ამქვეყნად ყველაზე კარგად მოუვლის. ქეთამ ითხოვა მხოლოდ ლამაზად ჩაცმული ანა-მარია და ველოსიპედი. თუმცა თვითონ, რამდენიმე წელია ერთი და იგივე ტანსაცმლით დადის, სახლშიც და სკოლაშიც. ძალიან სჭირდება ტანსაცმელი, საჭმელი და მედიკამენტები.

თუ ქეთას და მის ოჯახს გაახარებთ, ის აუცილებლად გულის ამაჩუყებლად დაგლოცავთ: „უფალო შეგვიწყალე“ და პირჯვარს გადაგსახავთ თავისი პატარა ხელით.