ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

არასდროს მჯეროდა, რომ ოცნებები ხდება!

არასდროს მჯეროდა, რომ ოცნებები ხდება!

დაბადების დღე: 25.01.2012
შეგროვებულია:
588.54 ₾
(დონორი: 36)

რაზე უნდა იოცნებოს გოგონამ, რომელიც ავტოფარეხში ცხოვრობს?

ნინო (11 წლის): ჩემი ოცნებები ისეთივეა, როგორიც აქვს ყველა ჩემს თანატოლ გოგოს. ძალიან მინდა კარგად ვისწავლო, მაგრამ ხშირად მიწევს გაკვეთილების გაცდენა. დედას არ აქვს იმდენი ფული, ექვსივეს რომ გვიყიდოს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. აღარაფერს ვამბობ დიდ ოცნებებზე. თუმცა, ყურში გეტყვი ერთ სურვილს: საკუთარ საწოლზე, ლამაზ ტანსაცმელსა და სკეიტბორდზე ვოცნებობ! და კიდევ, ტელეფონი ან პლანშეტი მინდა. რამდენი საინტერესო რამის გაგებას შევძლებდი ინტერნეტით!