ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველას ჩავეხუტები, სანამ ხელები არ დამეღლება!

ყველას ჩავეხუტები, სანამ ხელები არ დამეღლება!

შეგროვებულია:
688 ₾
(დონორი: 25)
ჯანმრთელი გული დაიკოსთვის და ჩემთვის პლანშეტი

- თამო, როგორ ხარ სიხარულო?

თამარი: რავი, ყველაფერი ნორმალურადაა. მაგრამ ჩემ შუათანა დაიკოს გულზე ოპერაცია უნდა გაუკეთონ და ცოტა ძალიან ვნერვიულობ. სკოლაშიც ცოტა ცუდი ნიშნები მივიღე და მაგის გამო გული დამწყდა. 

- შენი დაიკო ძალიან კარგად იქნება და სწავლასაც გამოასწორებ, მჯერა. 

თამარი: იცი რატომ ვერ ვისწავლე კარგად? არც პლანშეტი მაქვს არც კომპიუტერი. აბა გაკვეთილებზე როგორ მეარა? ბევრს ვაცდენდი, იცი რა ცუდი იყო? ყველა სწავლობდა და მე ვერ ვსწავლობდი. ამოტომაც მინდა რომ ჯერ ლიზი იყოს კარგად და მერე მინდა პლანშეტი. თან, ლიზი ოპერაციის შემდეგ უნდა იწვეს და მე მულტფილმებს ჩავურთავ. როგორ გაუხარდება, წარმოგიდგენია? ისე, გულზე ოპერაცია საშიშია? ოღონდ სიმართლე მითხარი. იცი, ლიზიზე მეტად მე ვნერვიულობ. 

- არა, უფრო საშიშია, თუ ოპერაციას არ გაუკეთებენ. ახლა იცი ჩვენ რას ვიზამთ? ყველას, ვინც ამ სიტყვებს წაიკითხავს, ვთხოვთ, რომ ლიზის ჯანმრთეობისთვის ილოცოს. ჰოდა, ყველაფერი კარგად იქნება!

თამარი: ჰოო! რა მაგარია, სთხოვონ ღმერთთს, რომ ლიზი კარგად იყოს და კიდევ სთხოვონ, რომ მე მქონდეს პლანშეტი!