ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთო! შენ შეისმინე ჩემი ლოცვები!

ღმერთო! შენ შეისმინე ჩემი ლოცვები!

შეგროვებულია:
688 ₾
(დონორი: 28)
მამა რომ კვდებოდა, შევპირდი, რომ კარგად ვისწავლიდი. ცუდია, რომ პლანშეტი ვერ მიყიდა თავისი ავადმყოფობის გამო. მის გარეშე კი, მიჭირს პირობის შესრულება!

ნათია: როცა მამიკო ავად იყო, სულ მეკითხებოდა, როგორ სწავლობო, დღეს სკოლაში რა ქენიო, რა ნიშნები მიიღეო. როცა ძალიან ცუდად იყო, შევპირდი, რომ კარგად ვისწავლიდი. 

- ასრულებ სიტყვას?

ნათია: ვცდილობ, მაგრამ ერთი „რაღაცის“ გარეშე ეს შეუძლებელი ხდება. 

- მგონი ვხვდები რაზე საუბრობ! კომპიუტერი ხო? 

ნათია: თითქმის გამოიცანი. პლანშეტი მინდა. როცა გავიზრდები, მასწავლებელი უნდა გამოვიდე. იცი რატომ? მასწავლებლები, რომ ყველას უყვარს. მეც მინდა, რომ ყველას ვუყვარდე. ახლა კი მხოლოდ დედიკოს და ჩემ და-ძმას ვუყვარვარ. იცი, ჩვენ ყველას ერთ საწოლში გვძინავს. თოჯინებისთვისაც არ რჩება ადგილი. 

- გამოდის, რომ საწოლზეც ოცნებობ.

ნათია: კი, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის არა. მინდა, რომ ყველას ჩვენ- ჩვენი საწოლი გვქონდეს.