ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიხარულისგან ნიამ სიტყვები დაკარგა!

სიხარულისგან ნიამ სიტყვები დაკარგა!

შეგროვებულია:
312.4 ₾
(დონორი: 31)
დეიდებო და ბიძიებო, ჩემი სახლი მთლიანად დაიწვა! მაჩუქეთ ყველაფერი, რაც დამეწვა! თუ ვერ შეძლებთ, ჩემი უსაყვარლესი დათუნია ტასო მაინც. მის გარეშე, ძალიან მოწყენილი ვარ!
  ნია (4 წლის): ვკიოდი, ვტიროდი, სახლში კი, იწვოდნენ და ტიროდნენ ნატა, ნიცა, სანდრო, ლალი და დათუნია ტასო. ჩემი ველოსიპედიც კი, იწვოდა და ტიროდა - მესმოდა! იწვოდნენ, ტიროდნენ... ჩემს გარდა არავის ესმოდა, ჩემი დათუნია ტასო როგორ ყვიროდა: „მიშველე-ე-ე-ე-ე!“ მათი ტირილის ხმა, ახლაც კი მესმის სიზმარში. 
       - ალბათ, დიდი საშინელებაა.
       ნია: შენ დამწვარხარ როდესმე? საშინელებაა. დიდი საშინელება! იცი, „რამდენები კაბები“ მქონდა? ბევრი ცალი! ახლა კი, საერთოდ აღარ მაქვს. ვიღაცამ თავის შარვალი მათხოვა. ველოსიპედიც მქონდა. შარვლით როგორ უნდა იაროს გოგონამ? 
       - ესე იგი, ყველაფერი გინდა, რაც დაგეწვა?
      ნია: კი! ყველაფერი მომიტანე, რაც დამეწვა. ველოსიპედიც, დათუნია ტასოც, „სამაკატიც“, ჩემი საწოლიც და თოჯინებიც...
       - რას დაარქმევ შენს ახალ სათამაშოებს?
       ნია: შვილებს სახელებს არ უცვლიან! თოჯინებს - ნატა, ნიცა, სანდრო, ლალი დათუნიას კი - ტასო! რომ მეყოლება, გაგაცნობთ.