ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ლუკას ყველაზე სანუკვარი ოცნება აუხდა.

ლუკას ყველაზე სანუკვარი ოცნება აუხდა.

შეგროვებულია:
500.5 ₾
(დონორი: 25)
ისეთი ურთიერთობა მინდა ბავშვებთან, როგორიც სხვა ჯანმრთელ ბავშებს აქვთ.
      ლუკა (12 წლის): იცით, მეც პენსიონერი ვარ, როგორც ჩემი ბებო და ბაბუ. ცუდია, პენსიას რომ ვერ ვაგროვებ. ხშირად გვიწევს საავადმყოფოში სიარული ამ მილის გამოსაცვლელად. აი, ხედავთ, ყელში რომ მაქვს? მთელი ჩემი პენსია ამაში იხარჯება.
      - მომიყევი, რა მილია, რატომ გაქვს?
       ლუკა: რამდენიმე წლის წინ, მანქანა დამეჯახა. ყველას ეგონა, რომ მოვკვდებოდი, მაგრამ ღმერთმა და ექიმებმა გადამარჩინეს. 3 თვე ვერ ვიღვიძებდი, მერე, ლაპარაკი არ შემეძლო. ახლა კი, ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, უბრალოდ მილი მაქვს.
      - შეგროვილი თანხით რას იყიდიდი?
       ლუკა (12 წლის): ერთი ოცნება მაქვს. კომპიუტერი მინდა, ან პლანშეტი. მინდა, ბევრი მეგობარი მყავდეს, ვესაუბრო. მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. მეგობრები სკოლაშიც მყავს. მერე რა, ყელში ეს საშინელი მილი რომ მაქვს. მე ხომ ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი? მაგრამ ხანდახან, ძალიან მტკივა. 
      - და სანამ მილი არ გქონდა და შენი სახლი „დაუმწვარი“ იყო, რაზე ოცნებობდი?
       ლუკა: სიმართლე გითხრა, არ მახსოვს. მგონია, რომ ამ მილით დავიბადე. ძალიან მიშლის ხელს. იმედია, როდესმე მოვიშორებ.