ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეც სხვა გოგონებივით ლამაზად ჩაცმული ვივლი სკოლაში!

მეც სხვა გოგონებივით ლამაზად ჩაცმული ვივლი სკოლაში!

შეგროვებულია:
1,886 ₾
(დონორი: 82)

მძიმე ავადმყოფობამ გამამახინჯა! ზოგიერთი ბოროტი ბავშვი დამცინის! მაგრამ, მე ხომ გოგო ვარ... ამიტომ მინდა, ლამაზი ჩანთით და ლამაზი ტანსაცმლით შევხვდე ახალ სასწავლო წელს! ცუდია, რომ ასეთი ღარიბები ვართ, მაგრამ მე მყავს მსოფლიოში საუკეთესო დედა!

მინდა ახალ სასწავლო წელს შევხვდე ლამაზი ჩანთით და ლამაზი ტანსაცმლით!
მარიკოშა (ათი წლის): მე მარიკოშა ვარ, დედიკოს განსხვავებული გოგო. სახელიც განსხვავებული დავირქვი. მარცხენა თვალით ვერ ვხედავ და არც მარცხენა ყურით მესმის. ბავშვები სულ მეკითხებიან ასეთი თვალი რატომ გაქვსო. ასე მაქვს დაბადებიდან და რა ვქნა?!
- შენი განსხვავებულობა მათთან მეგობრობას ხელს ხომ არ უშლის?
მარიკოშა: წესით არ უნდა შეუშალოს, მაგრამ ხშირად ზურგს მაქცევენ. ალბათ, ისე კარგად ვერ ვთამაშობ, როგორც მათ უნდათ...
- სამაგიეროდ შენ ძალიან კეთილი გოგო ხარ... მე ხომ გიცნობ... მე მომწონს შენთან მეგობრობა...
მარიკოშა: ნეტა ბავშვებიც ასე ფიქრობდნენ... ყველას თქვენი საიტიდან ვეტყვი, რომ განსხვავებულად კეთილი და ერთგული მეგობარი ვიქნები მათთვის, ვინც ჩემთან მეგობრობას მოისურვებს.
- მარიკოშა, ბევრი მეგობრის შეძენის გარდა კიდევ რა სურვილები გაქვს?
მარიკოშა: ძალიან მინდა ახალ სასწავლო წელს ახლა მაინც შევხვდე მომზადებული. დედა ვერ მყიდულობს ვერც ლამაზ ტანსაცმელს, ვერც ლამაზ ჩანთას, ვერც სხვა ნივთებს... მე კი ისინი ძალიან მჭირდება... მინდა ლამაზი წავიდე სკოლაში, როგორ მინდა ისეთი ტანსაცმელი მეცვას, როგორიც ლამაზ გოგონებს აცვიათ. ჩანთაზე ვოცნებობ -  ბევრი ჯიბეებით რომ არის - იქ წყლის შესანახი, იქ კონტეინერის, იქ პენალის... უი-ი-ი, პენალიც მინდა... სახატავებიც... მე ხომ კარგად ვხატავ?!  იცი, ძალიან მინდა სკოლის დაწყებას ბედნიერი შევხვდე!