ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება!

ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება!

შეგროვებულია:
181.95 ₾
(დონორი: 23)
„ოდესმე მექნება ლამაზი სახლი, ნათელი ფერის კედლებით“
მარიამი: მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს. მინდა ვიცხოვრო სხვა ბავშვებივით. ისინი ყველა ისეთი მხიარულები და ბედნიერები არიან. და ლამაზ სახლებში ცხოვრობენ. ჩემი სახლი კი, საშინელია. თუ ნორმალური სახლი გვექნება, კედლებს თეთრად შევღებავ და ზედ უამრავ ცისარტყელას და ყვავილს დავხატავ! ჭერიც თეთრი იქნება!
            - გიყვარს ხატვა?
          მარიამი: ბევრი რამ მიყვარს. მიყვარს სწავლა. რომ გავიზრდები, მასწავლებელი გამოვალ და მეც მეყოლება ლურჯი მანქანა, როგორც ჩემს მათემატიკის მასწავლებელს!
         - თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გექნება.
         მარიამი: არა! ასე არ ხდება! აი მე, ძალიან, ძალიან მინდა ჩემს დაბადების დღეზე რომ მქონდეს. არასდროს მქონია და წელსაც, ზუსტად ვიცი, არ მექნება. ალბათ, დედა ისევ კვერცხისგან მოამზადებს რამეს.
 „ღმერთო, მინდა სხვა ბავშვებივით ვიცხოვრო, ერთი საათი მაინც“
         - შენ თუ იცი საჭმლის მომზადება?
          მარიამი: კვერცხისგან ყველაფერს ვაკეთებ! იცი, კვერცხისგან რამდენნაირი გემრიელი საჭმლის მომზადება შეიძლება? შეწვა „თვლებით“, ან, „თვლების გარეშე“, მოხარშო და კიდევ, ჩემი საყვარელი - „ყიყლიყო“! 
         - კარგი, ახლა შენს ოცნებებზე გვიამბე.
         მარიამი: ძალიან მინდა რამე „სახატავები“. ალბომები, ფანქრები, საღებავები, ფუნჯები. კიდევ, რამე სათამაშოები, მაგრამ მართალი გითხრათ, არც კი ვიცი როგორი სათამაშოები არსებობს.