ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა, ყველაზე მაგარი ბიჭი ვარ ჩვენს უბანში!

ახლა, ყველაზე მაგარი ბიჭი ვარ ჩვენს უბანში!

შეგროვებულია:
375.41 ₾
(დონორი: 87)
ნამდვილი ბედნიერებაა, როდესაც საკუთარი ველოსიპედი გაქვს! წარმოგიდგენია? საკუთარი! და რომ გათხოვონ, თავის დამცირება არ გიწევს!
 გიგა (9 წლის): ყველა ჩემს თანატოლს აქვს ველოსიპედი. მე კი - არა. ხანდახან, რომ ვუყურებ, ტირილი მინდა. ორი წუთითაც არ მთხოვნიან. მიყურებენ და მეუბნებიან: "შენი უნდა გქონდეს". მეორედ არც ვთხოვ. მე არასდროს მქონია. 
         - და შენ რომ გქონდეს ველოსიპედი, სხვებს ათხოვებდი?
          გიგა: ალბათ, არა. ან, შესაძლოა ვათხოვებდი კიდეც. არ ვიცი. არასდროს მქონია არაფერი ისეთი, სხვებისთვის რომ მეთხოვებინა. ზედმეტი, პურიც კი არ გვაქვს. 
         - შენი აზრით, როგორ შეიცვლებოდა შენი ცხოვრება,  ველოსიპედი რომ გქონდეს?
         გიგა: მგონი, ყველაზე ბედნიერი ბიჭი ვიქნებოდი. არა! მგონი კი არა, ზუსტად ვიცი! და რომ გავიზრდები - ყველაზე ბედნიერი დიდი. „გაცვეთილ“ ველოსიპედსაც კი, ცივ ნიავს არ მივაკარებდი. ყოველდღე გავწმენდდი და „გავაბრწყინებდი“. ისე კარგად მოვუვლიდი, რომ ჩემს შვილებსაც კი დარჩებოდა.