ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მიჩქმიტე და მითხარი, რომ ეს სიზმარი არ არის!

მიჩქმიტე და მითხარი, რომ ეს სიზმარი არ არის!

შეგროვებულია:
688.87 ₾
(დონორი: 41)
ყველა ბიჭს აქვს კარგი ნივთები! მე კი - მხოლოდ შეშა! არ მშურს, მაგრამ გული მტკივა! არ მინდა, რომ გავიზრდები „შეშის მჩეხავი“ გამოვიდე,! სწავლა მინდა. დეიდა, იქნებ იპოვო ვინმე, ვინც, თუნდაც ძველ პლანშეტს გამიცვლის  შეშაში!
გაგა (7 წლის): გამოცანას გეტყვი. რა აქვს ისეთი ყველა ბავშვს, რაც გაგას არ აქვს? იცი? ვერ გამოიცნობ!
        - ველოსიპედი, არა?
        გაგა: ეგეც არ მაქვს, მაგრამ არა! ახლა, ველოსიპედზე უფრო მნიშვნელოვანი რა არის? 
        - პლანშეტი?
         გაგა: რა ჭკვიანი ხარ! როგორ გამოიცანი? კი! მე არ მაქვს პლანშეტი. ძალიან მინდა. ხანდახან ვიღებ რამე ხის ნაჭერს და ფანქრით ვხატავ ღილაკებს. უბრალოდ არავის უთხრა, დამცინებენ.
         - ასე ძალიან რატომ გინდა?
          გაგა: იცი, შიგნით რამდენი საინტერესო რამ არის? მულტფილმები, სპორტი და სიმღერები, რომლებსაც შეგიძლია მოუსმინო და თან იცეკვო. შეგიძლია ითამაშო, ან ვინმეს ელაპარაკო! რატომ მეკითხები? შენ ტელეფონი გაქვს? პლანშეტი იგივეა, ოღონდ დიდი. მაგრამ, თუ ძვირი ღირს, არ მინდა. იყოს ტელეფონი.
        - სამი ძმა ხართ, არ იჩხუბებთ?
         გაგა: არა! ყველას ერთად გვექნება. მე თუ დავიღალე გიგას მივცემ, ის თუ დაიღალა - დანიელს. არ ვართ „მაჩხუბარა“ ძმები. აი, ნახავთ!