ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბიჭს, რომელიც ვერ დადის, ახლა, ბედნიერებისგან ფრენა შეუძლია!

ბიჭს, რომელიც ვერ დადის, ახლა, ბედნიერებისგან ფრენა შეუძლია!

შეგროვებულია:
688.1 ₾
(დონორი: 74)
გადაადგილება არ შემიძლია, მაგრამ, ძალიან მინდა სამყაროს ნახვა. ამბობენ, მშვენიერია, განსაკუთრებით, ჩემი სამშობლო - საქართველო!
 ბექა: სახლიდანაც შევძლებ სხვა ბავშვებთან საუბარს თუ ნოუთბუქი მექნება! წარმოგიდგენიათ? მეგობრები მეყოლება! ტელევიზორში კი, ვნახავ მთელ საქართველოს, მთელ სამყაროს და ადამიანებს!
16 წლის ვარ, მაგრამ დამოუკიდებლად არასდროს, არაფერი გამიკეთებია. დედაჩემია ჩემი ხელ-ფეხი და ხანდახან, თვალებიც კი. ზოგჯერ, ისე მტკივა ფეხები, რომ თვალებსაც კი ვერ ვახელ.
       - შენი აზრით, რას შეუძლია ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოს ტანჯვა?
         ბექა: ახლა, ერთი დეიდა მასაჟებს მიკეთებს. იცი, რა კარგად ვგრძნობ თავს ამის მერე? ნაკლებად მტკივა. როდესაც ფეხები არ მტკივა, ერთ რამეზე ვოცნებობ. მხოლოდ ერთზე.
- შეგიძლია შენი ოცნება გაგვიმხილო?
ბექა: მინდა, საკუთარი ლეპტოპი მქონდეს. ოჰ, რამდენ საინტერესო რამეს ვნახავდი იქ. დაველაპარაკებოდი ჩემს მეგობრებს. იქ, გასაფერდებლებიც არის. ფანქარს ვერ ვიჭერ ხელში, მაგრამ გაფერადება მიყვარს.
        – შეგიძლია სთხოვო ქართველებს, მსოფლიოში ყველაზე კეთილ ადამიანებს, შენი ოცნების ახდენა.
        ბექა: კომპიუტერზე ვოცნებობ! ბიჭმა, რომელსაც სიარული არ შეუძლია, კიდევ რაზე შეიძლება იოცნებოს? ჯანმრთელი რომ ვიყო, ველოსიპედს ვითხოვდი. მე კი, ის არაფერში მჭირდება. ამიტომ, კომპიუტერია ჩემთვის მთელი სამყარო!