ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გიორგის მთავარი ოცნება აუსრულდა

გიორგის მთავარი ოცნება აუსრულდა

შეგროვებულია:
688.89 ₾
(დონორი: 82)
ჩემი ერთადერთი ოცნებაა, არ დავრჩე დედიკოს გარეშე! ამიტომ, მჭირდება კომპიუტერი იმისთვის, რომ მეტი გავიგო მისი ავადმყოფობის შესახებ და ვუშველო!
კორესპონდენტი: შვილო, ყველანი, მთელი საქართველო ვიზრუნებთ შენს დედიკოზე. ღმერთი მოწყალეა. შენ კი, შენთვის ჩაიფიქრე რამე სურვილი.
გიორგი: ბევრი კანფეტი რომ ჩავიფიქრო, მხოლოდ ჩემთვის არ იქნება. მარტო ხომ არ შევჭამ?! ჩემი უფროსი და კი მაბრაზებს, მაგრამ მაინც გავუყოფ. მერე კი, სხვა ბავშვებიც მომთხოვენ.
        - მაშინ სხვა რამე ჩაიფიქრე!
          გიორგი: ტელევიზორსაც ყველამ უნდა უყუროს. ისინი იტყვიან: "აი, იქ სერიალია, იქ მუსიკა", მე არ მაყურებინებენ იმას, რაც მინდა. მოდი, პლანშეტს ჩავიფიქრებ! იქნებ, ახდეს ეს ჩემი სურვილი?
         - ვფიქრობ, აგიხდება. უბრალოდ, მთელი გულით უნდა ისურვო და თქვა, რისთვის გჭირდება.
         გიორგი: რას ნიშნავს, რისთვის? ყველა ბავშვს სჭირდება. იცი, რამდენი საინტერესო რამეა იქ? ფეხბურთიც, მულტფილმებიც და ათასნაირი თამაში! კი, პლანშეტი მინდა, და მორჩა!