ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რაც დედა გარდაიცვალა, იმის მერე თავი ბედნიერად პირველად ვიგრძენი!

რაც დედა გარდაიცვალა, იმის მერე თავი ბედნიერად პირველად ვიგრძენი!

შეგროვებულია:
613.8 ₾
(დონორი: 44)
„ჩემთვის ოცნება არ შეიძლება!.. ახლა, მე ვარ ჩემი ძმებისთვის დედა“ - ამბობს 11 წლის გოგონა
სოფიო: დედას რაც კიბო დაემართა, მე ვარ ჩემი პატარა ძმებისთვის დედა. საჭმლის მომზადებაც ვისწავლე და სახლის დალაგებაც, ყველა ოცნება დავივიწყე.
- მაგრამ, შენ ხომ ჯერ პატარა ხარ!
სოფიო: არა, უკვე დიდი ვარ. 11 წლის ვარ! იცით, რა გემრიელი წვნიანი გამომდის?
- ყურში მითხარი, იქნებ არის რამე ისეთი, რასაც ისურვებდი მსოფლიოში ყველაზე მეტად?
სოფიო: კი! ჰოვერბორდი! ისეთი გორგოლაჭებიანი დაფაა, რომლითაც სიარული შეგიძლია. ბედნიერებისგან უბრალოდ მოვკვდები, ვინმე თუ მაჩუქებს!
- ამის გარდა, კიდევ რას ისურვებდი?
სოფიო: ოჰ, ესე ძალიან ბევრი გამოვა! ტელეფონი მინდა. ყველა ჩემს მეგობარს აქვს, ჩვენ კი, ვერასდროს ვიყიდით. იცით, რა ძვირი ღირს დედას წამლები? რა ტელეფონი! ჯობია, დედამ წამალი იყიდოს.
- რას გააკეთებდი, ტელეფონი რომ გქონდეს?
სოფიო: მეგობრებს დაველაპარაკებოდი, ვნახავდი, როგორ უნდა უგემრიელესი კერძების მოზდება, სურათებს გადავიღებდი!