ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გაიცანით ნიკოლოზის ახალი მეგობარი - ველოსიპედი!

გაიცანით ნიკოლოზის ახალი მეგობარი - ველოსიპედი!

შეგროვებულია:
413 ₾
(დონორი: 50)
დედას კიბო აქვს, ჩვენ კი, ძალიან, ძალიან გვიჭირს! რაზე უნდა ვიოცნებო? მთავარია, დედიკოს თმა ამოუვიდეს. ძალიან მიყვარდა, თავზე რომ ვეფერებოდი!..
ნიკოლოზი: ყველაფერ დიდზე ვოცნებობ!
– რაზე, დიდზე, ნიკა?
ნიკოლოზი: ყველაფერი დიდი მჭირდება! დიდი მანქანა,  დიდი კანფეტი და ხაჭაპურიც, დიდი. მაგრამ, მთავარია, დედას დიდი თმა გაეზარდოს! როცა დიდი თმა აქვს, ისეთი ლამაზია!
– როგორი მანქანა გაგიხარდებოდა ყველაზე მეტად?
ნიკოლოზი: ხომ გითხარი: დიდი! ბორბლები რომ ტრიალებდეს, ჩავჯდე და მაღაზიაში წავიდე! ვაჰ! რამდენჯერ უნდა გითხრა?
 - მანქანაში კი, დიდი ხაჭაპური და დიდი კანფეტი უნდა იდოს?
ნიკოლოზი: კი! ყველაფერი ასე უნდა იყოს!