ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნინოს სამი სურვილი აუსრულდა!

ნინოს სამი სურვილი აუსრულდა!

შეგროვებულია:
252.2 ₾
(დონორი: 35)
ფონდის ბავშვების დაცინვას ვერავინ გაბედავს! მეგობრებო, თქვენ როგორ ფიქრობთ? ულამაზესი გოგონა, მაგრამ ასეთი სევდიანი!
ნინო: ისევ სკოლაში უნდა წავიდე, მაგრამ არც ფეხსაცმელი მაქვს და არც ჩანთა... შარშან, წიგნები და რვეულები ცელოფნის პარკით დამქონდა. კიდევ კარგი, ლამაზი იყო. მერე ისიც დაიხა. ახლა, მხოლოდ ამაზე ვოცნებობ.
         - მოდი, ახლა, დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ, რომ ეს უკვე გაქვს, რომ სკოლაში ახალი ტანსაცმლით წახვედი, ლამაზი და გამოპრანჭული. იქნებ, გაგიჩნდეს სხვა სურვილებიც?
         ნინო: ოჰ, უკვე გამიჩნდა! იცი, რაზე ვოცნებობ? ტელეფონი მინდა! ახლა, ტელეფონი რომ მქონდეს, ნამდვილად ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი. კარგად ვსწავლობ, მაგარამ არ შემიძლია რაიმე ახალს ვუყურო, მოვუსმინო, ან სკოლის შემდეგ, ჩემს მეგობრებს ველაპარაკო. როგორ ფიქრობ, ამიხდება ეს სურვილი? არ მჯერა!