ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

აუ, რა მაგარია! წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორი გვაქვს! ყველა ჩემს მეგობარს და ძიას, ვინც მეზობლად ცხოვრობს, ჩვენთან მოუნდება ფეხბურთის ყურება! რა სახალისო იქნება! შენც მოდი!

აუ, რა მაგარია! წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორი გვაქვს! ყველა ჩემს მეგობარს და ძიას, ვინც მეზობლად ცხოვრობს, ჩვენთან მოუნდება ფეხბურთის ყურება! რა სახალისო იქნება! შენც მოდი!

შეგროვებულია:
803.5 ₾
(დონორი: 69)
რეზინის ჩუსტებით ფეხბურთის თამაში ძალიან მოუხერხებელია!
საბა: ერთი წყვილი ნორმალური ფეხსაცმელი მაქვს, მაგრამ ფეხბურთის სათამაშოდ ვერ ჩავიცვამ! რომ მაცვია, ფრთხილად დავდივარ ხოლმე. ჯვარი სწერია, თუ დაიხა, მერე სკოლაში როგორ ვიარო? შენ იცი ფეხბურთის თამაში? წინ და უკან რომ უნდა ირბინო! ჩუსტებით დავრბივარ. ხან ქვას წამოვკრავ ფეხს, ხან ფეხიდან მძვრება, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში. 
- ჩუსტებით ფეხბურთის თამაში არ შეიძლება! სასწრაფოდ გჭირდება სპორტული ფეხსაცმელი!
საბა: კი, მაგრამ ძვირი ღირს!
- მოდი, ვიოცნებოთ! სპორტული ფეხსაცმლის გარდა, კიდევ რა გჭირდება?
საბა: ველოსიპედი მინდა! კიდევ ბურთი და სპორტული ფორმა. რომ გავიზრდები, მინდა ფეხბურთელი გამოვიდე. ფეხბურთელები ყველას უყვარს.
- შენ რომელი ფეხბურთელი გიყვარს?
საბა: ხვიჩა კვარაცხელია! სიგიჟემდე მიყვარს. ძალიან მაგრად თამაშობს! მისი ავტოგრაფი რომ მქონდეს, ალბათ, სიხარულისგან გავგიჟდები. ნორმალური ტელევიზორიც კი არ გვაქვს, ხვიჩას ტამაშს რომ ვუყუროთ. მეზობელთან ვუყურებთ ხოლმე. უზარმაზარი ტელევიზორი აქვს და იქ, ნამდვილს ჰგავს ყველაფერი.