ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თქვენ ყველა ოცნება ამისრულეთ, არც ვიცი, კიდევ რაზე უნდა ვიოცნებო!

თქვენ ყველა ოცნება ამისრულეთ, არც ვიცი, კიდევ რაზე უნდა ვიოცნებო!

შეგროვებულია:
869.82 ₾
(დონორი: 83)
ექვსი ძმა მყავს, ერთი გოგო ვარ ამდენ ბიჭებში და ფეხბურთის თამაში მართლა ძალიან მიყვარს!
თამარი: სპორტული ფორმა და ფეხბურთის სათამაშო ფეხსაცმელი რომ გთხოვო, არ დამცინებ? ვიცი, ეს „გოგოშკური“ ოცნება არ არის, მაგრამ 6 ძმა მყავს, ერთი გოგო ვარ და ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს. არ გეგონოს, ცუდად ვთამაშობდე, საუკეთესო მცველი ვარ!
         - შენს დაცინვას ვერავინ გაბედავს, საყვარელო! ძალიან ბევრი გოგონა თამაშობს ფეხბურთს და ყურში გეტყვი, შენმა ძმებმა რომ არ გაიგონ, ზოგიერთი ბიჭებზე უკეთესადაც თამაშობს. "არაგოგოშკური" სურვილების გარდა, იქნებ სხვა სერიოზული ოცნებებიც გაქვს?
        თამარი: კი. რამდენი წელია ამაზე ვოცნებობ! საახალწლოდ რამდენჯერ ჩავიფიქრე და ღმერთს ვევედრე, მაგრამ არ ამისრულდა.
         - გამიმხელ?
         თამარა: კი! პლანშეტი. ოჰ, როგორ მჭირდებოდა, ონლაინ გაკვეთილები რომ იყო. ახლაც როგორ მჭირდება, როდესაც რამე კითხვა მაქვს და ვერავის ვეკითხები. იქ კი, გუგლია. ნებისმიერ კითხვას ჩაწერ და პასუხს მიიღებ!
         - გიყვარს სწავლა?
        თამარა: კი! ყველაზე მეტად მიყვარს სკოლაში ყოფნა! საღამომდე იქ დავრჩებოდი! ძალიან საინტერესოა. და ძალიან კარგი მეგობრები მყავს. არასდროს მაქვს საკუთარი რვეულები და კალმები, სულ მჩუქნიან, ტანსაცმელიც სულ მათი მაცვია... ერთი წყვილი ნორმალური ფეხსაცმელიც კი არ მაქვს. სულ ჩემს თავზე რატომ ვლაპარაკობ! თუ მაცივრის და პლანშეტის ფასი ერთნაირია, იქნებ ჯობდეს, მაცივარი რომ გვაჩუქოთ? მთელს ოჯახს გამოადგებოდა!