ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა, უფრო სწრაფად დავრბივარ და აღარავის ვეხვეწები, ველოსიპედი 5 წუთით რომ მათხოვონ!

ახლა, უფრო სწრაფად დავრბივარ და აღარავის ვეხვეწები, ველოსიპედი 5 წუთით რომ მათხოვონ!

შეგროვებულია:
1,275.37 ₾
(დონორი: 150)
ჩემი ოცნებაა, ფეხბურთის ფორმა და კომპიუტერი მქონდეს!
ნიკა: ინტერნეტი ერთადერთი ადგილია, სადაც ნორმალურ ადამიანად ვგრძნობ თავს. იქ, ჩემთვის აკრძალვები არ არსებობს. სხვა ბავშვებივით, შემიძლია ის წავიკითხო და იმას ვუყურო, რაც მინდა. ვერავინ მეტყვის, რომ არ შეიძლება იმის გამო, რომ დედაჩემს და მამაჩემს ფული არ აქვთ.
         - ასე ძალიან გიყვარს სწავლა?
         ნიკა: კი! ვიცი, რომ იმუშავო და ბევრი ფული იშოვნო, ბევრი უნდა ისწავლო. მე კი, ნამდვილად მჭირდება ფული, ჩემს ძმებს რომ დავეხმარო. ჩემს დაიკოს და დედიკოს კი, ლამაზ კაბებს და სამკაულებს ვუყიდი.
          - კომპიუტერის გარდა, კიდევ რა გჭირდება?
          ნიკა: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, „ძვირიანი“ წამლები ჩემი საწყალი ძმისთვის, ის ავად არის. ჩემი "წამალი" კი, ლამაზი სპორტული ფორმა, კარგი სპორტული ფეხსაცმელი და ბურთია, ბიჭებთან ერთად ფეხბურთი რომ ვითამაშო. ისე, არ მათამაშებენ. მართალი გითხრა, ამის გამო გული ძალიან მტკივა!