ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა, ფეხებს აღარ ვურტყამთ ერთმანეთს ძილის დროს!

ახლა, ფეხებს აღარ ვურტყამთ ერთმანეთს ძილის დროს!

შეგროვებულია:
1,251.43 ₾
(დონორი: 154)
საწოლი გვინდა, ძილში ერთმანეთი რომ არ დავხოცოთ!
ნიკოლოზი (5 წლის): შენს დასთან ერთად გეძინა ოდესმე?
- კი, ხანდახან.
ნიკოლოზი: როგორი იყო? წიხლებს არ გირტყამდა? თავში არ ჩაურტყამს?
- არ მახსოვს. მგონი, არა.
ნიკოლოზი: ესე იგი, ნორმალური და გყავდა, ესეთი გადარეული კი არა.
          ლიკა (4 წლის): შენ თვითონ ხარ "გადარეული"! გგონია, მე მომწონს შენს გვერდით ძილი? მოგვიტანეთ საწოლი! იცი როგორი? აი ისეთი, რომ ამან ქვევით დაიძინოს, მე კი - ზევით.
ნიკოლოზი: უყურე ერთი! მე ზევით დავიძინებ, შენ -ქვევით! რომ გადმოვარდე?
         ლიკა: კარგი, არ მინდა გადმოვვარდე! და კიდევ ბევრი, ბევრი, ბევრი რამ მინდა!
         - რა გინდა კიდევ?
         ლიკა: პრინცესები საწოლში. და რბილი.
        - რბილი პრინცესები?
         ლიკა: რა სულელი ხარ! არა, პრინცესები, იმაზე რომ არიან დახატული... რა ჰქვია? არ ვიცი, აი ის, რომ ვწვებით. და კიდევ, ფუმფულა სათამაშო, რომ ჩავეხუტო და ისე დავიძინო.
- მივხვდი, ზეწარი და საბნის პირი.
ლიკა: არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ შენ ხომ მიხვდი, რას ვამბობ.