ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

იცით, ბედნიერებისგანაც შეიძლება ტირილი!

იცით, ბედნიერებისგანაც შეიძლება ტირილი!

შეგროვებულია:
389.02 ₾
(დონორი: 49)
ნამდვილმა გოგომ თავისი ძმების ტანსაცმლით უნდა იაროს?
სოფო: მე სოფო მქვია, 9 წლის ვარ და ახალი ტანსაცმელი არასდროს მქონია. აი ისეთი, გეცოდინება, მაღაზიაში რომ ყიდულობენ ყველა ბავშვისთვის. იცი, ლამაზ კაბასა და ჩექმებზე როგორ ვოცნებობ? სკოლაში სიარული დავიწყეთ, მე კი, ზურგჩანთაც არ მაქვს. არც ლამაზი რვეულები და ფანქრები. რატომ არის ასე, დეიდა? (კორესპონდენტს მიმართავს.)
- კიდევ რაზე ოცნებობ ამის გარდა? იქნებ გაქვს რამე ისეთი ოცნება, რომელსაც არავის ეუბნები?
სოფო: კი! ამ ოცნების მეშინია. ძალიან მინდა ტელეფონი. ერთხელ, დედაჩემს ვუთხარი, მან კი ტირილი დაიწყო. ვიცი, ვერასდროს ვიყიდით. დედიკოც მეცოდება...
- ვინმე რომ ადგეს და გაჩუქოს?
სოფო: ალბათ, სიხარულისგან ტირილს დავიწყებ. გესმის? და მაშინვე დავურეკავ იმ კეთილ ადამიანს და მილიონჯერ ვეტყვი მადლობას! და კიდევ ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს! ისევე, როგორც ის მის საკუთარ შვილებს უყვართ!