ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თორნიკეს ყველა სურვილი აუხდა!

თორნიკეს ყველა სურვილი აუხდა!

შეგროვებულია:
1,113.61 ₾
(დონორი: 147)
კითხვა მიყვარს ყველაზე მეტად, მაგრამ ახალ წიგნებს ვერ ვყიდულობ
       თორნიკე: დეიდა, იცი, ვინ აღმოაჩინა ამერიკა? 
      - ეს ხომ, ძალიან ადვილი კითხვაა.. ქრისტეფორე კოლუმბმა...
      თორნიკე: ისტორიაში ასეა ცნობილი, მაგრამ 15 000 წლის წინად, მანდ უკვე ცხოვრობდა აზიიდან გადმოსული ხალხი, ვინც ბერინგიის სახმელეთო ხიდის მეშვეობით მოხვდა ამერიკის ტერიტორიაზე.
       - გაოცებული ვარ, შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? 
       თორნიკე: ძალიან მიყვარს წიგნები და კითხვა. სულ ვკითხულობ, მაგრამ უკვე ყველა წიგნი წავიკითხე, რაც სახლში მქონდა... აღარაფერი დარჩა ახალი...
       - რომელი წიგნის წაკითხვას ისურვებდი ყველაზე მეტად?
        თორნიკე: ძალიან მიყვარს ისტორიული წიგნები. ძალიან მინდა, მქონდეს ისტორიის ენციკლოპედია. ეს საჩუქარი ყველაზე მეტად გამიხარდებოდა. თუმცა, ძალიან გამიხარდება ნებისმიერი წიგნი, რაც არ მაქვს წაკითხული... 
       - თორნიკე,  ძალიან მიხარია, წიგნები რომ გიყვარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ გექნება რაიმე სურვილი... ჯერ 8 წლის ხარ და ვფიქრობ, აუცილებლად იქნება რამე ისეთი, რაც გინდა და არ გაქვს...
        თორნიკე: ყოველთვის ძალიან მინდოდა, მქონოდა ველოსიპედი და პლანშეტი. მინდა ტარება ვისწავლო და თავისუფალ დროს, ხანდახან ვისეირნო ეზოში. პლანშეტი კი იმიტომ მინდა, რომ ვნახო ისეთი რაღაცეები, რაც წიგნებში ჯერ არ წამიკითხავს და არ მინახავს...