ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ხელები მაღლა! თენგოს „მაგალი თოფი“ აქვს

ხელები მაღლა! თენგოს „მაგალი თოფი“ აქვს

შეგროვებულია:
111 ₾
(დონორი: 6)
„დედამ მითხრა, თოფს თოვლის ბაბუა მოგიტანსო, მაგლამ ალ მოუტანია...“
თენგო: ბახ, ბა-ა-ა-ა-ხ, ხელები მაღლა-ა-ა ...
         - ძალიან კი შემეშინდა, მაგრამ როგორც ვატყობ, შენი თოფი ხისგანაა გაკეთებული, ტყვიებს არ ისვრის... 
        თენგო: „ქო-ო-ო... ეშ ნამდვილი თოფი ალალი, ალც ტყვიებს იშვრის...“
        -მითხარი, როგორი თოფი გინდა რომ გქონდეს?
       თენგო: აი, „იშეთი“... ხმა „ლო“ აქ და ტყვიებიც „ლო“ აქ... 
       -კეთილი ადამიანების ხომ გჯერა? 
      თენგო: „ალა!..“ 
       -უი, რატომ თენგო? 
      თენგო: „იმიტო, ლო თოვლის ბაბუა კეთილიაო, მალა საჩუქალი ალ მომიტანა...“ 
      - მე ვესაუბრე თოვლის ბაბუას და ასე მითხრა, არ დამვიწყებია თენგოს სურვილიო... უბრალოდ, დიდი გზა უნდა გამოიაროს და ცოტა დრო სჭირდება... ხომ დაელოდები? 
       თენგო: მაშინ „უთალი“ მალე მოვიდეს კარგი?
        -კარგი... 
რედაქციისგან: მეგობრებო, დაუშვებელია პატარა თენგოს ბავშვობიდან არ სწამდეს სასწაულების! ჩვენ, დიდებსაც ხომ გვწამს! გვწამს ღმერთის! ის სასწაულებს ახდენს! მაგრამ პატარა ბიჭუნამ არაფერი იცის ღმერთის არსებობაზე და ბავშვობიდანვე თუ დაკარგავს სასწაულების რწმენას, რომ გაიზრდება, მასთან მისვლა და მისი კუთვნილი სასწაულის მიღება გაუჭირდება.