ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ულამაზესი სამოსი ულამაზესი თამარისთვის!

ულამაზესი სამოსი ულამაზესი თამარისთვის!

შეგროვებულია:
245.15 ₾
(დონორი: 27)
ბევრი ფერადი თმის სამაგრი და ლამაზი ტანსაცმელი  მინდა, სკოლაში „აჩეჩილი“ რომ აღარ დამიძახონ
         - თამარ, როგორც ვატყობ, შენს თოჯინებს კარგად უვლი..
         თამარი: დიახ, თმას ვუწნი ხოლმე, კიდევ ტანსაცმელს ვუკერავ და ვაცმევ... წარმოვიდგენ, რომ მე ვარ...
        - და შენც თოჯინასავით ლამაზი რომ ხარ, ხომ იცი? 
         თამარი: კი ვიცი, მაგრამ თმას ვერ ვიკეთებ ლამაზად, არც ლამაზი ტანსაცმელი მაქვს... 
         - დიდი რომ გაიზრდები, ვინ გინდა გამოხვიდე? 
        თამარი: მინდა მკერავი გამოვიდე... იმისთვის, რომ ბევრი ლამაზი ტანსაცმელი შევიკერო და ჩავიცვა. არც თმის სამაგრები მაქვს, მინდა ბევრი მქონდეს, ყველანაირი ფერის. მერე, მეც თოჯინასავით ლამაზი ვიქნები და სკოლაში „აჩეჩილს“ არავინ დამიძახებს.
        - როგორი თმის სამაგრები გინდა? 
        თამარი: აი-ი-ი, რეზინები, „შპილკები“ და კიდევ, ბევრი კბილები რომ აქვს...  მინდა, ლამაზი ტანსაცმელიც მქონდეს, ახლის სუნი რომ აქვს...