ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თითქოს კუბოშია!.. მაგრამ საფლავში, ადამიანი ტკივილებს მაინც ვერ გრძნობს და აღარაფერი სჭირდება... ნეტავ, ტელევიზორი მაინც ჰქონდეს, რათა გაიგოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, ჯერ კიდევ ცოცხალი რომ არის საქართველო!

თითქოს კუბოშია!.. მაგრამ საფლავში, ადამიანი ტკივილებს მაინც ვერ გრძნობს და აღარაფერი სჭირდება... ნეტავ, ტელევიზორი მაინც ჰქონდეს, რათა გაიგოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, ჯერ კიდევ ცოცხალი რომ არის საქართველო!

შეგროვებულია:
1,159 ₾
(დონორი: 32)

- მითხარი, რა ხდება გარეთ? შენ მაინც მომიყევი რამე ახალი ამბავი. სულ ვწევარ, სამყაროს მოწყვეტილი. მხოლოდ მეზობელი მოდის ჩემს სანახავად. ის არის ჩემი ტელევიზორი. ახლა შენ მოხვედი და შენ მომიყევი. ტელევიზორი რომ მქონდეს, ცოტას დავიმშვიდებდი ნერვებს, გავერთობოდი. გაუჩერებლად ვტირი, გული მტკივა.
         - თუ შემპირდებით, რომ დღეს აღარ იტირებთ, ახალ ამბავს გეტყვით: ჩვენს მკითხველებს ძალიან უყვარხართ, გული შესტკივათ და სურთ, თქვენზე როგორც საკუთარ ბებოზე, ისე იზრუნონ. გავაგებინებთ თქვენს სურვილის შესახებ და აუცილებლად გექნებათ ტელევიზორი.
        -ახლა ავღელდი. წყალი მომაწოდე. ნუ გეშინია, არა უშავს. მინდა ვნახო, რა ხდება ჩვენს პარლამენტში. ადრე, ყოველთვის ვუყურებდი და ვიცოდი. ფილმის ყურება მინდა. მე და ჩემი ცხონებული მეუღლე ყოველთვის ერთად ვუყურებდით ხოლმე. ეშინოდა და ძალიან მიფრთხილდებოდა ჩვენი შვილის გარდაცვალების შემდეგ. მარტო აღარ ვიქნებოდი ამ ოთახში და ისე ძალიან აღარ შემეშინდებოდა. საღამოობით ძალიან მეშინია ხოლმე... და არ დაველოდებოდი მეზობლის მოსვლას, მე თვითონ გავთიშავდი პულტით.
ეჰ, მარინა, მარინა, შენ ახლა ბევრი დრო გაქვს წოლისთვის. საქმე გაქვს ინსულტის შემდეგ? მაინც ვეღარ ადგები.
- ასე ნუ ამბობთ. ექიმი გაგსინჯავთ, გვინდა, ფეხზე რომ დაგაყენოთ.
- ესეც კი გინდათ? გენაცვალეთ. (ტირის.) პამპერსი და საკვებიც მექნება?
- ყველაფერი კარგად იქნება, მარინა.